
უვალო გუნდი არ არსებობს
მშვენიერი წინსვლა გვაქვს..ნორმალურ ნიშნულამდე დავიყვანეთ ვალები. მე-20 ადგილზე ვართ შემოსავლით და მე-13 ადგილზე ვალებით . ჩემი გათვლებით თუ ეს ორი პოზიცია თანაბრადაა, პრობლემები არ გვექნება. ერთი-ორი სეზონი გვინდა კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე და ბოლომდე სუფთად ამოვალთ. პლეიოფში თუ გავედით მითუმეტეს.
აპრილში განახლდა ნიუ მესტალიას სამუშაოები და როგორც ცნობილია ბანკისთვის პირობების თხოვნის შეცვლით არ მიუმართავთ, ამიტომ პრობლემები არ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. 2022-2023-ში დამთავრდება სტადიონი და მანამდე დამღუპველი იქნება ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა.
ცნობისთვის, ვალენსიამ პუმასთან გააფორმა კონტრაქტი და ყოველწლიურად 4მლნ. ევროს მიიღებს, რაც 15-ჯერ ნაკლებია იგივე პუმას და სიტის შორის გაფორმებულ კონტრაქტზე, რომ არაფერი ვთქვათ იუნაიტედზე, მაგრამ განსხვავება არის ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ადიდასის წილი იუნაიტედის გაყიდულ მაისურებში და იგივე პუმას წილი სიტის გაყიდულ მაისურებში ბევრად მეტია, ვიდრე ვალენსიას გაყიდულ მაისურებში. ასეთი კონტრაქტი მაფიქრებინებს, რომ გუნდს ერთიანად დიდი თანხა არ სჭირდება და გაყიდული მაისურებიდან თავად აპირებს ნელ-ნელა სასრგებლის მიღებას. ასევე ფიქრობენ, რომ ახლო მომავალში გუნდის მაისურების გაყიდვა გაიზრდება. პუმასთან ეს კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გვაქვს, ანუ ნიუ მესტალიას გახსნამდე. მგონი მიმიხვდით რაზეც ვსაუბრობ.
ისიც უნდა ვთქვა, რომ ადიდასთანაც იგივე პირობებით გვქონდა კონტრაქტი და 2მლნ-ს გვაძლევდა. თანაც დიდი ალბათობით მოგებაც ნაკლები უნდა წაიღოს პუმამ. მოკლედ, წინსვლაა ნებისმიერ შემთხვევაში.
სხვათაშორის პუმას ვალენსიასთან ადრეც ქონია კონტრაქტი 90-93 წლებში....წუმპედან რომ ამოვიდა გუნდი და ჩემპიონობისთვის ბრძოლობდა მაგ ამბების შემდეგ.
ლუბო პენევი. იმ დროინდელი ვალენსიას ერთ-ერთი ლიდერი. სტოიჩკოვი-კოსტადინოვი-პენევის მრისხანე ტრიოს ერთ-ერთი წევრი. 1994 წელს სიმსივნის ოპერაციის გამო ვერ გაემგზავრა მუნდიალზე ამერიკაში, რამაც ბულგარეთის უძლიერეს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობაში ხელი შეუშალა. ამ ტრიომ პიპენი-კანტონას საფრანგეთი დატოვა მსოფლიოს მიღმა.

გაისკა მენდიეტას დებიუტი 1993 წელს.
This post has been edited by Rammstein on 10 Jun 2019, 18:58