ვახ კაცოოოო
ეხლა გადავხედე იმ თემას,
იტალიური გუნდი თასს მოიგებსო,
მოიცა და ვინ დამსაჯა ?
ხო, ვზივარ ეხლა და ვტირივარ,
მოიცა და რაზე დავისაჯე ?
ვერ ვხვდები მართლა
რაო რაო ? ვორნიო თუ ბანიო ?
თუ მოდერაცია იმას ფიქრობს, რომ მე აქ წერა და კლავიატურაზე კაკუნი საჭმელ-სასმელს და ყველაფერს მირჩევნია, მაგათაც ვერ ქონიათ კარგად საქმე,
თუ უნდათ სულაც ამიკრძალონ ამ ფორუმზე წერა, არც ეგაა პრობლემა ჩემთვის,
და მომენტ სულ მკიდია ისეთი "მოდერი", ელემენტარულ დაწერილს რომ ვერ იაზრებს
არა ის ერთი მაინც შედევრი იყო რაა,
თვლა "რომ ვასწავლე",
იმდენს კი მიხვდა, ეს როგორ მაკადრაო ( არადა მართლა სასწავლი აქვს თვლა, იუვენტუსის და ბაიერნის ევროტიტულებს რომ ადარებს და "თავისი გამოთვლებით" იუვე რომ ბავარიაზე წინ დგას )
და ამას აკეთებს იმ "გუნდის" გულშემატკივარი, ვისი გულშემატკივრებიც ამას იძახიან -- გახსოვს იმ ერთხელ რომ ავიღეთ ის თასიო ? ( როგორც ჩვენს დინამოზე ვიძახით, გახსოვს 1981-ში თასი რომ ავიღეთ ?, ზუსტად ასევეა იუვეც, -- გახსოვს 1996-ში თასი რომ ავიღეთ ?
ებრაელებს აქვთ ერთი კარგი ანდაზა -- ყველა მყეფარე ძაღლს თუ პასუხი გაეციო, ვერასოდეს ვერ მიხვალ დანიშნულების ადგილამდეო
და ბოლოს, ასაკიც "რომ დაუდგენიათ" ჩემი ( 55 წლის ),
თუმცა სადაც ორამდე თვლა არ იცის ხალხმა, იქ 55 წელი როგორ დაადგინეს, მართლა საოცრებაა
კიკეთელი არ ვარ,
დიდუბელი ვარ,
ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარული მატარებდა მე და თბილისელ გულშემატკივრების საკმაოდ მოზრდილ არმიას თბილისიდან კიკეთ-პანტიანში
ყველას ბოდიშს მოგიხდით თემიდან გადახვევისთვის და არაობიექტურ და თვალებ-მიჟღაპნილ ხალხს მოგიწოდებთ ალალად აღიაროთ რაც არის და როგორც არის,
ამით უფრო საინტერესო გახდება ეს ფორუმი და არა იმით, იუვე რომ რეალს უტოლდება ტიტულებით, ან ბაიერნი რეალს რომ უტოლდება ტიტულებით,
ან დინამო თბილისი ლივერპულს რომ უტოლდება ტიტულებით,
კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველას თემის აღრევისთვის
gege84მადლობა,
მაგრამ არაა საჭირო "ჩემი დაცვა",
უარესი სექტანტებიც შემხვედრია,
1999 ბაიერნი-მანჩესტერის მერე მანცესტერის ერთი "ბალეშჩიკი" , ერთი ქლიავი ( ტონი ერქვა ) სრული სერიოზულობით მიმტკიცებდა,
ბაიერნს მაგრად გაუმართლაო !!!!!!!,
მე ვეკითხები, მოიცა, ბაიერნმა მოიგო ფინალი თქო ?
არაო, აიო ამდენი მომენტი რომ შეუქმნა ბაიერნმა მანჩესტერსო, აი ამიტომ გაუმართლაო !!!!!!
This post has been edited by anri777 on 27 Dec 2017, 01:37