Darker Sideმადლობა.
მოკლედ ყველამ უნდა ვიცოდეთ ეს საპროცესო და ზოგადად კანონები მგონი რა
ბევრი კიდევ უფრო შარში ეხვევა ხოლმე ვთქვათ იმით, რომ უბრალოდ ენდო პოლიციას.
მე ადრე მომივიდა ავარია რა, ქალს დავეჯახე, მაგრამ არ გავქცეულვარ არც არაფერი, დაჟე მე დავრეკე სასწრაფოში, მე განყოფილებაში წამიყვანეს და მთელი დღე იქ ვიყავი, ამ ქალს მაგრად მიხედეს ჩემებმა, მოკლედ გადარჩა, მაგრამ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო (რეალურად მძიმე იყო, ხანში შესულ ქალი მენჯში გადატყდა, უბრალოდ თავისივე თხოვნით, არ ვენდობი ექიმებსო და სახლში გამწერეთო, ექიმბაში მიმკურნალებსო

).
ხოდა მოკლედ დაკითხვაზე მე ვბაზრობდი, გამომძიებელი იწერდა, მანამდე პოლიციასთან საქმე არ მქონია თან ადამიანს დავარტყი და დაბნეული ვიყავი, ეს ფურცელზე ამის ნაწერი აღარ წავიკითხე რა.
ხოდა იმ სირმა მოკლედ სხვა რაღაცა ჩაწერა

მოვდიოდი 80-ით მეთქი (დიღმის ტრასაზე) და დარტყმის მომენტში ალბათ 20-30ით დავარტყი მეთქი რა ანუ მუხრუჭის შემდეგ. ამას კიდევ ჩაუწერია 20-30ით მოდიოდაო, ის ქალი 20 მეტრში იყო. გზაზე გადადიოდა აი აბსურდულ ადგილას

ამ ჩვენების საფუძველზე ექსპერტმა დაითვალა და 20-30 კმ/სთ სიარულის და ქალის 20 მეტრში ყოფნის შემთხვევაში მე მქონდა დრო და რეაგირების საშUალება, რომ ამერიდებინა შემთხვევა. იმ ფორმულაში 80-ის ჩაწერის შემთხვევაში, 35-40 მეტრი დამჭირდებოდა და ვერ მოვასწრებდი (რაც ეგრეც იყო რეალურად).
ხოდა ამის საფუძველზე გამამტყუნეს. ეს ჩვენება იმის დაწერილი ანუ, პროკურორმა წამაკითხა პროკურატურაში

თავის დროზე რო წამეკითხა და გადამესწორებინა, ხო ავცდებოდი ამ პროკურატურებს და სასამართლოებს

ნუ არაფერი, მაგრად კი მიჯიგრა ისე პროკურატურამ, თანაც მიშას დროს. საპროცესო ისე გამიკეთეს, დაჟე მაყუთის გადახდა მომიხსნეს, თანაც ისე, რომ არავინ არ ჩამირევია, პროსტა შევედი ქალაქის პროკურორთან და ვთხოვე
საზოგადოებრივი შრომა მომისაჯეს 100 საათი
პროკურორს რომ ვუთხარი, ეს ესე არ იყო მეთქი როგორც აქ წერია, სხვანაირად იყო მეთქი, ეს შენი ჩვენებააო და ანუ ტყუილი თქვიო მაშIნო? ცრუ ჩვენებაა ეგ იცოდეო და აღარ თქვაო :|
არ ვიცოდი მაშინ ბევრი რამე და მოკლედ ვერაფერი ვიღონე, ნასამართლეობა ჩამეწერა პა ბალშომუ რა
ეგ ისე ცრუ ჩვენება ხომ არ არის? ანუ შემეძლო გამეპროტესტებინა ის, რომ იმ გამომძიებელმა სხვა რაღაც ჩაწერა?
"Those are brave men knocking at our door. Let's go kill them"