ლოსტი ყველაზე მაგარი სერიალია რაც კი მინახავს. ძალიან ბევრი თემაა გაშლილი, ქასთი იდეალურია, სცენარი ძალიან მაგარია. იგრძნობა რომ წარმოუდგენლად დიდი შრომაა ჩადებული. ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი ვისაც არ მოეწონა და ვისაც არ შეუყვარდა ეგ სერიალი თავისი პერსონაჟებით.
არცერთი სეზონი და არცერთი სერია არ განიცდის ინტრიგის ნაკლებობას, არცერთია მოსაწყენი.
ბრეიქინგ ბედი ყველამ იცის, მაგრამ ვინც არ იცის, წამითაც არ გადადოთ დაწყება. პირველი ორი სეზონი ცოტა მიიზლაზნება, მერე და მერე ძალიან მაგარია.
უთესლესი გადაღება, სცენარი, პერსონაჟები, აქთინგი.
იგივე შეიძლება ითქვას გაქცევაზე. დრაივი და ექშენია მთელი 4 სეზონი. მე-5 ბოლომდე არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი, რაც ვნახე კარგი იყო.
ვიკინგები პირადად არ მომწონს. პირველი ორი სეზონი ძალიან მომეწონა, შემდეგ დაკარგა ის ხიბლი რაც ჰქონდა, მაგრამ ღირს ნახვად.
ვოქინ დედის პირველი ორი, ჰა ჰა სამი სეზონი ვარგა, დანარჩენები დროის კარგვაა.
ვესტვორლდი - ესეც ძალიან მაგარი სერიალია, ერთი სეზონია ჯერ გამოსული, მაგრამ ძალიან მაგარი.
საიფაი, ვესტერნი, ხელოვნური ინტელექტი - ამის მოყვარულები შეესიეთ. ედ ჰარისი, ენტონი ჰოპკინსი - მოკლედ ესეც სერიოზული ნამუშევარია. ახალია და ჯერ იმდენად პოპულარული არ არის, ბევრმა არ იცის, მაგრამ იტყვის თავის სიტყვას.
ფარგო: 1 და განსაკუთრებით მე-2 სეზონი masterpiece.
ექიმი ჰაუსი თითქმის ყველამ იცის, მაგრამ აღნიშვნის ღირსია.
სოპრანოსს ვუყურებ ახლა, მესამე სეზონზე ვარ და უკვე ცოტა მოსაწყენად მეჩვენება, მაგრამ აქამდე რაც იყო
ნარკოსი, ნახევრად დოკუმენტურია, სულ ექშენია, არ მოგაწყენს. ესპანურის სწავლას მოგანდომებს ადამიანს. მესამე სეზონს სულმოუთქმელად ველი.
პიკი ბლაინდერს და ვაირი მაქვს ლისტში.