FinaLLeდავიდ ალაბა2010 ში მოხდა მგონი რაღაც ძალიან სერიოზული, დაახლოებით მსგავსი, რომელ სკოლაში არ მახსოვს, მაგრამ მანდატურები რომ მას შემდეგ მოიყვანეს ფაქტია.
მოკლედ, ორივეს პატივს გცემთ და გონიერი ადამიანები მგონიხართ, შესაბამისად იმასაც ხვდებით რომ ამგვარ ფაქტებს სრული გარანტიით მომავალშიც ვერ ავიცილებთ, შეუძლებელია,
თუმცა ბევრი რამის გაკეთება შეიძლება რომ ამგვარი ფაქტები მინიმალურამდე შემცირდეს, ხომ კი ? პრევენციის მიზნით შეიძლება ბევრი რამის დაგეგმვა,
წინასა და ამ ხელისუფლებას შორის სხვაობა ისაა, რომ წინა ხელისუფლება ამგვარ ფაქტს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, გამოწვევას თავის პასუხს ახვედრებდა,
რამდენად ეფექტური იყო ეს პასუხები და ადეკვატური ამაზე არ გეკამათებით, (თუნდაც მანდატურზე), დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ.
წინა ხელისუფლება ცდილობდა სკოლებში კრიმინალის დონეს დაეკლო, უამრავი რეიდები ჩაუტარებიათ თუნდაც მოსწავლეებისთვის იარაღები რომ წაერთმიათ,
2012 მდე სკოლაში ვიყავი და მახსოვს, მანდატურსაც მოვსწრებივარ და მეც თბილისის ცენტრალურ სკოლაში ვსწავლობდი, თან ძველბიჭობით განთქმულში და სკოლის საპირფარეშოში 8 დაჭრილიც მინახავს და ათასი საშინელება, 8 ნომრიან ოპინელი ხო ყველას ჰქონდა ისე, ზრდილობისთვის,
ჰოდა წინა ხელისუფლება ამისაგან განსხვავებით პასუხიმგებლობას გრძნობდა და ცდილობდა პრევენცია მოეხდინა ამგვარი ფაქტების, თუნდაც ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ
მაშინდელი ხელისუფლების მიდგომებმა უამრავი ახალგაზრდას სიცოცხლე იხსნა, უბრალოდ იმიტომ რომ სკოლაში დანის ტარების ეშინოდათ და აშ.
ნუ ქურდული რომ ტეხავდა ეგ გასაგებია.
დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ვერ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას ჩემი აზრით, თუნდაც პნევმატური იარაღის ქონა და დანის მოსწავლისთვის უკვე პრობლემატურია.
ეხლა იმ საკამათო საკითხს არ შევეხები რომ ამ ხელისუფლებას კანონიერ ქურდებთან თბილი შეხვედრები აქვს და აეროპორტში ხვდებიან და აცილებენ დიდის ამბით.
აი მოხდა ეს ტრაგედია და ვნახავთ ხელისფულება რამდენად მიმართავს ქმედით ნაბიჯებს და რამდენად მაშტაბური იქნება ეს ნაბიჯები იმასაც, მე წარმომიდგენია რომ ზრდილობის გამო შეიძლება 1-2 სკოლაში მანდატური დაამატონ, ან სამოქალაქო განათლების გაზრდისთვის იზრუნონ, ორივე კარგი ნაბიჯი იქნება, თუმცა მის მაშტაბურობაში ეჭვი შემეპარება ვინაიდან ვიცნობ ამ ხელისუფლებას.
ესაა რა,
და კიდევ ერთი, ხელისუფლების გულგრილობის გამო მოკლავენ 16 წლის ბიჭებს, თუ პოლიციის ძალის გადამეტების გამო არსებითი სხვაობაა არაა,
ხელისუფლება ორივე შემთხვევაში ერთნაირადაა პასუხისმგებელი.
იმედია ამასაც იაზრებთ.
nikato-nikatoშენც ნახე ეს
This post has been edited by 5unnyday on 5 Dec 2017, 00:10