მისაბაძია ამერიკა და ბრიტანეთი იმ მხრივ, რომ სპორტული ცხოვრება არ იყინება
ბრიტანეთში სპორტული პრესა ისევე გამოდის, როგორც სხვა დღეებში
აი ესპანეთი ან იტალია

თუმცა რომც გამოვიდეს რა, რას დაწერენ? ჩამკვდარია...ცოტა რეიტინგებით აცოცხლებენ 1/2 დღე იქამდე ან მერე, მაგრამ 1 კვირის პერიმეტრზე სრული უგვანობა და სიცარიელე
მერე, თურმე უნდა მიყვარდეს თურმე ,,ახალი წელი"
რისთვის, უინტერესო დღისთვის?
ვინმე იტყვის, გაერთე, ანუ იცეკვე და დალიე...გეგონება ამის გაკეთება ყოველ დღე არ შეიძლებოდეს

გეგონება, ვინც იკრიბება ან სვამს, იგივე ფეხბურთელები, ამას სხვა დღეებში ვერ აკეთებენ...
ან სხვა დღეებში ვერ გაავარჯიშებენ ისედაც კარგად ალესილ ენებს

მაგრამ ჰო უნდა დადონ ფოტოები, რომ ვითომ ,,განსაკუთრებული" ცხოვრება აქვთ
თქვენ მეისპეთ კი არა, მოგიკვდით, ჩემი საცოდაობა არ მეყოფოდა, თქვენსას რომ მაყურებინებთ და ბოლო იმედსაც მიკლავთ, წარმოსახვას და ოცნებას მინადგურებთ

ყველას ვულოცავ, მორიგ ჩვეულებრივ დღეს სიცოცხლისა

მაგრამ უფრო იმ დღეს, როცა საინტერესო პრესაა და თამაშის დღე
იმედია რაკიტიჩებს აქ მაინც დაასვენებს, ლუის ენრიკეს ნაკლი როტაციები იყო და ეს ზედმეტად ათამაშებს გალა–ს ხალხს