ეგ კი არა, barcamania.com-ის ფორუმზე ახალგაზრდულ გუნდებს მთელი თემები აქვთ გახანილი და ეხლა კი ჩამკვდარია იქაურობა, მაგრამ ერთი 4-5 წლის წინ უამრავი ანალიზები იდებოდა. თან ძაან დეტალური. ტიპები იყვნენ ბარსა ბ-ს კი არა ინფანტილებს და ჟუვენილებს უყურებდნენ რეგურალურად

10 წლის ზემოთ მგონი ყველა ბავშვს ცნობდნენ ლა მასიას სისტემაში

ხოდა მაგ დროს მეც გაფაციცებით ვკითხულობდი მაგათ დაწერილ ანალიზებს და მჯეროდა რომ ლამის ყოველი მეორე მარგალიტი იყო
გრიმალდო ახსენეს და ისეთი აღფრთოვანებით აღწერდნენ მაგ ბიჭს, ყველანაირო პროგნოზით რობერტო კარლოსი უნდა დაეჩრდილა:დ
კიდე იყო ეტოოს კამერუნელი პროტეჟე, ჟან მარი დონგუ

ეტოოს მემკვიდრე უნდა გამხდარიყო და ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრფორვარდი. ეხლა მგონი მეორე თუ მესამე დივიზიონშია

კიდე უფრო ადრინდელი თუ გახსოვთ, ებრაელი მესი - გაი ასულინი

ეგ ისე დაიკარგა რომელი ქვეყნის მეათე ლიგაშია, ეგეც არ ვიცი:დ
ეჰ რაც ჩემთვის იმედები აქ ლა მასიას გაცრუებული მანდედან მოყოლებული:დ მაგ პერიოდში ფიფაშიც კი ბ-გუნდს ვირჩევდი, ამომყავდა პრიმერაში და მერე ლიგებს ვდებდი. თან ისე რომ ტრანსფერებს არ ვაკეთებდი
მოკლედ რაც არ უნდა აქონ და ადიდონ, ყველა დაიკიდეთ ჩემი რჩევა იქნება. 100დან 99 გაფლოპდება მაინც.
This post has been edited by Nicolas_ on 22 Dec 2017, 13:04