ჩემეული შეფასებები და შთაბეჭდილებები:
შტეგენი - შარშანაც ძაან დონე თამაში დადო ბერნაბეუზე, მაგრამ წელს ზოგადად ძაან დაღვინებული დამაჯერებელია. გული მიკვდება რომ ვიცი მაინც ნოირმა უნდა ითამაშოს მუნდიალი.
სერხირო - სემედუს არც შეადაროთ

რამდენჯერ ჩაუქროლა ოპონენტებს, სათვალავი ამერია. +1 საგოლე კობინაციაში მონაწილეობისთვის.
პეკე - დაუფასებელი პიკენბაუერი

არავინ რომ არ ღნიშნა, არადა შტეგენტან ერთად საუკეთესოა ჩემთვის. სადმე იუვენტუსში რომ ეთამაშა გაცილებით ძლიერი მცველის სახელს დატოვებდა.
ვერმაელენი - პიკეზე ბევრად სუსტი, მაგრამ გამოჩნდა რომ თუ სისტემა მუშაობს, ვერმაელენის დაყენებაც ვერას დაგვაკლებს

ერთ მომენტში ვერ აიყვანა ბენზემა და იღბალმა გადაგვაჩინა.
ალბა - პირველ ტაიმში ფრთხილი ტაქტიკის გამო წინ ვერ მიდიოდა, მეორეში კარად ერთვებოდა. დაცვაში არ მახსოვს გაერღვიოთ მაგის ფლანგი.
რაკიტიჩი - ბუსკეტსის ანარეკლი. ყველამ დაამუღამა, რომ თუ ბარსასთვის პრობლემების შექმნა გინდა, ბუსკეტსი უნდა დააპრესინგო და შარშან მაგიტომ უჭირდა ძაან. ეგ პრობლემა რაკიტიჩის უკან დაწევით გადაჭრა ვალიკომ. პირველ ტაიმში ხშირად ბუსკეტსზე უკან მოქმედებდა. მეორეში წინ წაწიეს და არ აღმოჩნდა რეალი ამისთვის მზად. ზოგადად რაც ეჯმევა ივანას ამ თემაში, იმის მეათედს იმსახურებდეს მაქსიმუმ. მთლიანად ტაქტიკური ამოცანებისთვისაა გაწირული ეს კაცი და კარგადაც ასრულებს მაგ საქმეს. მაგიტომაცაა რომ არც განიხილება მისი გაბენჩვა.
ინიესტა - პირველ ტაიმში მისთვის ყველაზე საძულველი სცენარი იყო ალბათ

მოერეში მიეცა წინ წასვლის და ბურთის გათამასების საშუალება, მაგრამ მალე იღლება უვე, 90წუთს ვერ ქაჩავს ესეთ თამასებში. ნუ არც იყო გადატვირთვის საჭიროება.
ბუსკეტსი - იმედია ბევრჯერ დაფიქრდებიან სანამ კაზემიროებს და მისთანებს შეადარებენ

კლასი და ინტელექტი.
პაულინიო - ჩვენი საიდუმლო იარაღი

პირველი ტაიმის მთავარი ხიფათი. მოულოდნელი რეიდებით ქაოსი შეაქვს მოწინააღმდეგის დაცვაში.
მესი - გამჭოლ პასებზე აღარ ვიტყვი არაფერს და პირველი გოლის დროს რომ შეისეირნა რაკიტიჩმა საჯარიმომდე და კოვაჩიჩი მაინც მესის უყურებდა, ეგ მომენტი იყო ამ მატჩის სიმბოლო

სუარესი - 4 თვე მოანდომა ფორმაში ჩადგომას, მაგრამ დაიქოქა მაინც როგორც იქნა

მაინც ჩემ აზრე ვრჩები, მომავალი სეზონიდან საჭიროა ფორვარდი.
ვალვერდეზე რა უნდა ვთქვა რაც არ თქმულა

ზიდანთან შედარებით ესეთი მწირი რესური ქონდა, ფრეზე ვლოცულობდი და დააფერთხა მაინც მელოტ თავზე. აგვისტოსთან შედარებით პროგრესი აშკარაა.
გამოიცნო ბართომ მწვრთნელი.