რომ გამოუშვეს ეგ მიხარია რა თქმა უნდა, მაგრამ საფუძველი, რომელიც მიუთითეს, არის სისულელე
წაკითხული მაქვს ეგ საქმე, არსებობს უამრავი მტკიცებულება (ჩხრეკის, ამოღების ოქმები, სადაც ამათI ხელმოწერები დევს, აღიარებები, სასამართლოს თანხმობა, მოკლედ ყველაფერი არის კანონიერად გაკეთებული) და უცებ აღმოჩნდა, რომ არ არსებობს დანაშაულის ნიშნები და ამიტომ ხურავენ ამ საქმეს

დანაშაულის ნიშნები არ არსებობს კიარა, არსებობს იმის ეჭვი, რომ ეგ ნარკოტიკები ჩაუდეს. შესაბამისად სწორი გზა იქნებოდა, ჩადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულიყო, პროკურატურას წაეღო ეგ საქმე და თუ დამტკიცდებოდა, რომ მართლა უჩალიჩებდნენ და მართლა იმ კლიპის გამო, მაგ ბრძანების გამცემის და ამსრულებლების მიმართ დამდგარიყო პასუხისმგებლობა და ამ საფუძვლით შეწყვეტილიყო საქმე.
მაგრამ ამათ ურჩევნიათ, რომ არ დაინტერესდნენ და ეს ტიპები უბრალოდ გამოუშვან.
შედეგად, დამნაშავე (გინდა ეს ტიპები, თუ მართლა ნარკოტიკი ჰქონდათ და უარესი - თუ არ ჰქონდათ და ჩადების ორგანიზება მოხდა) დაუსჯელი რჩება. ესაა პრობლემა
ხო, კიდევ ერთი, ბერას ამ ამბავში ჩართულობის თაიმლაინია ძაან სასაცილო
ეს ტიპები დააკავეს პარასკევს, პარასკევსვე სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა, რაც იყო აბსოლუტურად კანონიერი, რადგან, კიდევ ერთხელ – ამ საქმის მტკიცებულებები სამ განჩინებასაც ეყოფოდა
შაბათს ბერამ გააკეთა განცხადება, მერე კალაძემ და ორშაბათს სააპელაციო სასამართლოში თვითნ პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობის გირაოთი შეცვლა :დ
საქმე რომც არ წამეკითხა, მაგ საქმის პროკურორი ვინც იყო ჩემი მეგობარია და იმისგანაც ვიცი
ელემენტარულად გული მწყდება, ყველას ფეხებზე რო კიდია რაღაც, რაც ჩემთვის ძვირფასია, that's all