საქმე რაშია იცი?

აი ფულის ხარჯვაზე რო მიდის აპელირებები, მანჩესტერ დერბის წინ ვიკითხე მანჩესტერული გუნდების 11-ეული რო შეადინოთ რომელ ფეხბურთელებს ჩასსვამდით მეთქი და ძალიან ბევრმა მაგ 11 კაცში მანჩესტერ იუნაიტედის იგროკი უფრო მეტი შეიყვანა ვიდრე სიტის ფეხბურთელები. იგივე კევინ დე ბრუინი ( ამ სეზონში უდავოდ სიტის გამორჩეული ფეხბურთელი) მაგ კაცზე ვთქვი მოდრიჩს ჩაანაცვლებდა რო რამე რეალში მეთქი და მთელმა რეალის თემამ და სხვათაშორის ინგლისის თემის უმრავლესობამაც დალოლა ეგ პოსტი.
ანუ რა გამოდის? რეალურად ისევ ფორუმისვე აზრით, პეპს არათუ მსოფლიოში და ინგლისში, თვითონ მანჩესტერშიც არ ყავს საუკეთესო გუნდი. ის ფაქტი რო სტერლინგში 50 მილიონია გადახდილი და 300 მილიონი აქვს დახარჯული ( თუ რამდენიც არის) სტერლინგს უკეთეს ფეხბურთელად ხო არ ხდის და წარმოაჩენს? ისევ ისეთი საშუალო დონეა უბრალოდ ტრანსფერ მარკეტზე ინფლაციაა. 7 წლის წინ დავიდ სილვა 24 მილიონად ვიყიდეთ და იაია ტურე 28 მილიონად, ეხლა მაგ კალიბრის იგროკებს 100-ად არავინ გაგატანს. ამიტომ ეს ფულით აპელირება გასაგებია, მარა მოდი აბა სასტავის მიხედვით შევაფასოთ:
კარში ედერსონი - წინა სეზონამდე ლიჩნად მე არ ვიცოდი ვინ იყო ვაფშე
დაცვა - სიტის არცერთი მცველი არ შედის მსოფლიოს ტოპ 10 მცველში ამჟამად. ალბათ დამეთანხმება ყველა ამაზე
ფერნანდინიო - average team player - არასდროს ყოფილა სტარი და არც ეხლა არ არის.
KDB - მოდრიჩის მეასედი რო არ არი აი ეგ იგროკი
SILVA - ქინქლაძეს რო ამჯობინებს ფორუმ ჯი აი ეგ იგროკი
სანე და სტერლინგი - 20 - 23 წლის ბავშვები რომლებიც შორს არიან ჯერ
აგუერო - მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი არ აქვს გატანილი
ჟესუსი - გუშინწინ გახდა 18 წლის და პორნოს ყურების უფლება მოიპოვა
ანუ ფული გვერდით რო გადავდოთ, რეალურად ეს გუნდი არ არი იმ დონის რა დონის ფეხბურთსაც პეპი ათამაშებს.
მითუმეტეს ისევ ფორუმის იუზერებისვე მოსაზრებით. ხოდა მაშინ რა გამოდის? პეპი ყოფილა მაგარი
თუარადა აღიარონ რო KDB - მოდრიჩი
სილვა > ქინქლაძე
აგუერო > დიბალა
ოტამენდი > რამოსი
ფერნანდინიო > კაზემირო
ვოქერი > კარვახალი
სანე > რიბერი
სტერლინგი > რობენი
ჟესუსი > რონალდო
და მაშინ გასაგები იქნება რო მწვრთნელს გაუმართლა და მაგარი გუნდი შეხვდა. ეს ახსნა გვექნება.