დავიცალე ნერვიულობისგან და ყველაფერი ჩამწვა საშნელმა უსამართლობამ, მაგრამ მაინც დავწერ...
20 წლის წინ დავიწყე ფეხბურთის ყურება...
რეალი - იუვენტუსი იყო ფინალი მაშინაც.
მთელი თამაშის მანძილზე ჯობდა იუვე, მაგრამ გოლი ვერა და ვერ გაქონდათ. თამაშის მიწურულს არარსებული ბურთი ჩაუთვალეს რეალს. ყველა რაკურსიდან რომ ჩანდა უდაო თამაშგარე ისეთი. ასე დამთავრდა ერთერთი ყველაზე სამარცხვინო ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
მის მერე უამრავი ისეთი "შეცდომა" დააფიქსირეს მსაჯებმა რეალის სასარგებლოდ, რომ თვლა ამერია უკვე. ძალიან მეზარება და ნერვებიც არ მაქვს ახლა, მაგრამ განსაკუთრებით დაინტერესებულებს მოგწერთ როცა აზრზე მოვალ ცოტა.
დღესაც მთელი თამაში თავზე ეჯდა იუვენტუსი. 0-3 უგებდა მადრიდში და 2 ცვლილების გაკეთება შეეძლო დამატებით დროში. (კვადრადო და მარკიზიო ალბათ).
ჰო და რაშია საქმე...
დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ პენალტი არ იყო... მაგრამ ის ვიცი, რომ რეალის წინააღმდეგ ასეთი პენალტი არ დაიდებოდა.
ყველაფერთან ერთად, თამაშის ბოლო წამებზე გუნდის კაპიტნის გაძევება ძაააალიან სადაო პენალტის გასაჩივრებისთვის არის სრული მარაზმი. თან იმ მეკარის რომელიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თუ არა ერთერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. რომელიც კარიერის ბოლო თამაშს ატარებს და რომელსაც მართლა შეეძლო ამ უსამართლობის დაბლოკვა... რისთვის, ბოლო ამზე დადებული ძალიან სადაო პენალტი რომ გაასაჩივრა?!
გილოცავთ რეალის ყველა ადეკვატურ გულშემატკივარს.!კარგად მახსოვს ფეხზე დამდგარი ბერნაბეუ, რომელიც ტაშით აცილებდა დელპიეროს. ასეთი რამ ორჯერ მოხდა მხოლოდ... დელპიეროს და რონალდინიოს დროს.
მე კი ვამაყობ, რომ იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ!
ვამაყობ რომ ყველა დროის საუკეთესო მეკარის ეპოქას მოვესწარი ჩემს საყვარელ გუნდში... პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე...
p.s. ესეც მიატოვიჩის გოლი... არ მაქვს ნერვები დანარჩენი თვალსაჩინოებების ამოქექვის
This post has been edited by iraklious on 12 Apr 2018, 01:55
მიმაგრებული სურათი
Poker is a lot like sex. Everyone thinks they are the best, but most don’t have a clue what they are doing.
ჩერეზ შეყვარებული ©