ვინ ქმნის საფეხბურთო ამინდს?

ქვემოთ ამ გაზეთების სია მაქვს მოყვანილი
გასათვალისწინებელია, რომ ინგლისურ საზოგადოებრივ ,,ყვითლებს" დამატებად მოყვებათ სპორტზე...ასეა ბრაზილიის დიდ გაზეთებზეც
ესპანეთის ფლაგმანები: მარკა, ასი, მუნდოდეპორტივო, სპორტი (ყოველდღიურები)
იტალია: გაძეტა დელო სპორტი, კორიერე, ტუტოსპორტი (ყოველდღიურები), გერინ სპორტივო
საფრანგეთი: ეკიპი (ყოველდღიური), ფრანს ფუტბოლი, ონზე მონდიალი
გერმანია: კიკერი, შპორტბილდი
ინგლისი: უორლდ სოკერი, 4–4–2, სპორტ–მაგაზინი
არგენტინა: ოლე (ყოველდღიური), ელ გრაფიკო
პორტუგალია: ა ბოლა, ო ჟოგო, რეკორდი (ყოველდღიურები)
ბრაზილია: ლანსი (ყოველდღიური), პლაკარი (მგონი გაუქმდა ორიოდე თვეა :/)
ურუგვაი (ელ პაისი)
ჰოდა, ჩემი აზრი:
რაოდენობის მიხედვით ესპანეთს ვერავინ დაუდგება

თითოეული 4 დიდი გამოცემიდან წერს მინიმუმ 50 გვერდს (ინგლისურ დამატებებში, ანუ სანი, გარდიანი, ტელეგრაფი და ა.შ. ასე 10 იწერება, ,,ცუდ დღეებში" არც არის დამატება, პირდაპირ გაზეთში ,,ატევენ")
ვებ–საიტის მონახულების მიხედვითაც მარკა ყოველთვის აუმჯობესებს თავისივე რეკორდებს...
შემდეგ
ყოველი თამაშის ანალიზში გაძეტა დელო სპორტს და კიკერს ვერავინ დაუდგება...
,,ყვითლობებზე" და რეიტინგების შედგენაში

ინგლისს
დემაგოგიაში

და ხატოვანებაში ესპანეთს
ფრანგებს ძალიან მიკერძოებული პრესა ყავთ და წინა 3–ის ნარევივით არის
სხვა, მახვილგონიერებაში არგენტინა, ბრაზილიაში კიდევ საკმაოდ ,,ჭკუადამჯდარი" წერენ, აკადემიურად

პ.ს. რადგან პრესის მკითხველი ნაკლები იქნება, გამოკითხვაში საიტებით მივცეთ ხმა
This post has been edited by Piquecanthropus on 19 Dec 2017, 22:57