მესის სეირნობის საკითხს მინდა კიდევ ერთხელ გადახედო სხვა ჭრილში
რაღაც ძველ წიგნში მაჩაიძის ნათქვამი ვნახე: ,,გამოთვლილია, თავდამსხმელი დარბის 24 წუთს საშუალოდ, ნახევარმცველი 29" (ინტენსიურ სირბილზე იქნება)
მესიმ კლასიკოში 83% ისეირნეაო, 6%–ზე ოდნავ მეტი ირბინა და + 11%–მდე იძუნძულა
ჩავუთვალოთ მაინც სირბილში, ანუ 17% ირბინა ვთქვათ
90 წუთის 17% არის 15 წუთი
პრინციპში, სიმართლეს გავს, რომ 10 წუთით ნაკლებს დარბის თანაგუნდელებზე (ნახევარმცველებზე კი, მაგრამ თავდამსხმელებზე? საჭვოა...)
მაგრამ ეგ ძველი ფეხბურთია

, ჰოდა საინტერესოა, რამდენს დარბის ახლა სიტყვაზე რაკიტიჩი?
ვიცით, რომ მესის სეირნობა ნიშნავს 8 კილომეტრზე ნაკლებს 90 წუთში (წუთში 80/85 მეტრს)
რაკიტიჩი დარბის 12 კილომეტრამდე (წუთში 130+ მეტრს)
(ადრე ხშირად ვწერდი მსგავს სტატისტიკას და ასე იყო ხოლმე)
გამოცანა ჩემთვის: შესაძლებელია მარტო ამ მონაცემებით, გავიგო ,,ინტენსიური სირბილი"?

* ინტენსიური სირბილის გასაგებად, ვანგარიშობთ არა 90 წუთს, არამედ სადღაც 55 წუთს მაქსიმუმ
ანუ, რომ წერია ნახევარმცველი 29 წუთს დარბისო, ეგ 90 წუთიდან კი არა, არამედ 55 წუთიდან (სუფთა სათამაშო დროიდან, დანარჩენ ,,მკვდარი დროა")
მე არ ვიცი, მაშინ რამდენი იყო სუფთა სათამაშო დრო, მაგრამ ალბათ 1 საათზე ბევრად მეტი არ იქნებოდა (უფრო სწორად, 50 წუთიც არ იქნებოდა, რადგან ტემპი მაშინ უფრო დაბალი იყო და მეტეეი შეჩერება? თუ არა...არ მახსოვს, არ შეიძლება ამაზე ლოგიკის მოხმობა, შეგაცდენს

)
თანამედროვე ფეხბურთში 50 წუთი ჩვეულებრივი შედეგია
50 წუთიდან 30 წუთის სირბილი ნიშნავს, რომ მთელი თამაშის 60%–ში ,,ინტენსიურად დარბიხარ" (ანუ მართლა დარბიხარ)
საინტერესოა...დღეს მეტია?
გონების თვალით რომ გავიხედო, რაკიტიჩი (სამაგალითო ამაში მსოფლიოში) ალბათ 90 წუთიდან მინიმუმ 75–ს დარბის, სუფთა 55 წუთიდან ალბათ ასე 40/45 ,,წარმომიდგენია"...
მაგრამ წარმოდგენა ხშირად ცდება
ნეტა ზუსტი ვიცოდე
ჰოდა იმ ყველა ,,დატათი" ვერ გამოვთვლი ჰო? :/