სალამი ყველას.
მომიყვანეს ცოტა აქეთ შემოხედვის ხასიათზე, ხელი მქონდა ჩაქნეული გატუზოს დანიშვნის და პირველი შთაბეჭდილების მერე. არ მჯეროდა რომ ასე ერთბაშად მოიქოქებოდა გუნდი.
იმდენად შეიცვალა სურათი ამ ბოლო თვეებში, რომ პოზიტიური "კონტემპლაცია" დამაწყებინა, რაღაც იმედი გამოჩნდა.
1. გატუზოს ხელში ძირითადის ყველა ფეხბურთელმა, როდრიგესის, სუსოს და ბონუჩის(ინდივიდუალურად) გარდა საგრძნობლად მოუმატა და საკუთარ თავს დაემსგავსა.
2. ძალიან საჭირო მებრძოლი და გუნდური გარემო შექმნა გუნდში და დამუხტა ფეხბურთელები. მოედანზე დამაჯერებელი, გამარჯვებულის მენტალიტეტის გუნდი გადის და ყოველ ეპიზოდში იგრძნობა ეს. იქ სადაც ადრე ბურთს მოიგერიებდნენ, ახლა თავისუფლად, თავდაჯერებით ათამაშებენ და ისე ამოდიან. ეს შედეგია მთლიანი შრომის, მათ შორის 3. ტაქტიკურად ძალიან გამართული მუშაობის - მაგრა ავსებენ ზონებს, მართალია ჯერ მაღალ ტემპიან ძლიერ გუნდთან არ გამოვცდილვართ, მაგრამ პირველ წრესთან როგორც ცა და დედამიწა ისეა თამაშის ხარისხი და მაინც აღსანიშნავია. სწრაფად და ეფექტურად ავსებენ ზონებს, ეწყობიან შეტევიდან დაცვაზე და პირიქით. მოედნის შუიდან დაიწყეს სივრცეების ათვისება, მოკლე პასები, ხაზის გაჭრა და მხოლოდ მერე ფლანგების ჩართვა, 2-ივე ფლანგი გამართულია და ბოლო თამაშები საერთოდ მარცხენა უფრო აქტიურია, როცა სულ მკვდარი იყო 20 თამაში. გრძნობენ უკეთ ერთმანეთსაც და თამაშსაც. ძალიან დეტალურად გამართული ჩანს ჩვენი თამაში. მაგრა მომწონს, რომ ძალიან საჭირო დროს, როდესაც სამპდორიას და ლაციოს დაყენებულ ბარიერებს პოზიციურად ვერ გადიოდნენ, გრძელ პასს იყენებდნენ, ვერ ასწრებდა მოწინააღმდეგე გადაწყობას და ასე ქმნიდნენ მეტობას. ზოგადად სუნთქვას გუნდი, იხსნება, ბევრად მეტს გადაადგილდება და ბურთიც თავისუფლად მოძრაობს.
4. ფიზიკურადაც სულ სხვა დონეზე, ბევრად მეტს მუშაობენ 90 წუთი ერთ ტემპში.
გარდა ამისა, ზოგადად გამოჩნდა რომ სატრანსფერო პოლიტიკა ნაუგზე არ გატარებულა, იყო ამ პროექტში აზრი და იგრძნობა ეხლა ეს ქიმია ფეხბურთელებს შორის, ჯდება დაცვა, კესი-ბილია, ჩალჰანა-ბონა-სუსო ერთმანეთში.
გამოჩნდა ისიც, რასაც თავიდანვე ველოდი, რომ უკანავიდუშია ეს გუნდი

ღერძი უკანაა და იქიდან სოლიდურობაა აუცილებელი ამ გუნდის დამაჯერებელი თამაშისთვის.
ბიგლიამ საგრძნობლად მოუმატა, ძალიან მაგარია ზონურად, მთელ ხაზს კეტავს ნახევარდაცვის, მწმენდავია იმენა, მგელივით დასდევს, 2 კილომეტრით მეტს დარბის საშუალოდ გატუზოს მერე.
რომამ რამდენმერჯე ისეთი გამოწმინდა ბონუჩის, განსაკუთრებით უდინესთან, რომ ერთი სილაც უნდა მიეყოლებინა სახეში. თამაშს გრძნობს და კითხულობს ბაზარი არაა და ისეთ მომენტებშია ძლიერი რომ უშუალო სათამაშო ეპიზოდში ვერ შეამჩნევ მარა გუნდისთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ რომანიოლიში ბევრად დარწმუნებული ვარ ხოლმე სათამაშო ეპიზოდებში ვიდრე ბონუჩიში.
კესიე ის არაა რაც ატალანტაში იყო, მაგრამ ძალიან ბევრს მუშაობს და key ფეხბურთელია. მარჯვენა ფლანგს წინ და უკან ეგ აწვება და ბიგლია-კესიე ძაან მოშნი საყრდენი ხაზია. ბიგლია მთავარია ამ ფორმაში იყოს და წლები დადებს ამ დონეს და კესიეს ბევრად მეტი შეუძლია.
კალაბრია არამგონია შემთხვევითობა იყოს, აშკარად ძალიან კარგი ტრაექტორიით აწვდის და სწორ სამიზნესაც არჩევს, ბურთთანაც ბარსას სკოლაში გამოზრდილივითაა, ერთადერთი ცოტა ბეცია დაცვით მოქმედებებში და ზერელე, მეტი მუშაობა უნდა. ხან პენალი, ხან წითელი არასათამაშო არაფრისმომცემ მომენტში არასერიოზულია.
ჩალჰანოღლუსგან ამხელა პროგრესს ვერ წარმოვიდგენდი. გატუზოს ხელში ყველაზე მეტი მაინც ამან მოუმატა. ბურთს რო იღებს მარცხნივ უკვე იმედი გაქვს რომ ხიფათი იქნება. დარტყმა ვერ გაისწორა ერთადერთი და გამწარებული ცდილობს. რამდენიმე ეპიზოდში სუსოს არ მისცა პასი, მაგრამ კარგია რაღაც მომენტშიც ეგეთი ჩაციკლული სინაგლე, დარტყმაც რომ გაასწოროს, ცოტას კიდევ მოუმატებს მგონი და საჭირო ფეხბურთელია.
როდრიგესი ყველაზე კარგი შენაძენი მეგონა და ასეთი რეგრესი არ ვიცი.. თამაში დაავიწყდა თითქოს, ბურთზე ფეხი ებიჯება, ბოლოს როდის ცადა საერთოდ ჩაწოდება და ვაბშე როდის გამოუვიდა არ მახსოვს, არადა საფირმო იყო მაგის კროსები... უკან ყველაზე მეტს და ყველაზე უცოდინარივით სცოდავს, ანტონელი ბევრად კარგი იყო როცა იდგა... მენტალურად არ აქვს პრობლემა თავდაჯერებული ტიპია აშკარად და რაღაც აწუხებს თითქოს ისეა...
სილვას აშკარად უფრო მაღალი ტემპი და უფრო ახლოს ჭირდება რომ ჰყავდეს გუნდელები. დორიასთან თითქოს იმ უაზრო კუდის ქიცინა თამაშს
რაღაც აზრი გამოუჩნდა სწრაფ თამაშში აქტიური ფლანგებით, ცენტრიდან შესული პასებით. ასე თუ გავაგძელეთ თამაში ბევრად დიდი შანსია გაიხსნას ბოლო-ბოლო. იზოლირებაში, ხაზებს შორის იმხელა დაშორებებით, რაც იყო ხოლმე, არ გამოსდის მაგას თამაში, არაა მაგის ფეხბურთელი. ფაქტია ეგეთი ნიჭიერი ძაან დიდი ხანია არავინ გვყოლია და უეჭველი უნდა მოვხოდოთ, მაგარი წიხლის დაჭერა იქნება სადღაც სხვაგან რო ვნახო გავარსკვლავებული...
სუსო უკეთესი იყო სეზონის სტარტზე და პირველი წრე საერთოდ, ბევრ სახიფათო მომენტის შანსს ანიავებს რაღაც უაზროდ. თითქოს მთრეველის როლის ჩამორთმევამ იმოქმედა ცუდად. იქით მარცხენა ფლანგი გაცოცხლდა, გუნდი ათამაშდა და ამაზე რომ ნაკლებადაა დამოკიდებული ცოტა ამოვარდა... თან ბევრჯერ არ მისცეს პასი და პროსტა fallout დაემართა გუნდთან. ბონა-სუსო-ჩალხანა მთავარი ძალაა ეხლა წინ რაც არ უნდა ითამაშოს კუტრონემ და აუცილებელია ამათი საუკეთესო ფორმა
მთავარი პრობლემა ისევ თავდამსხმელია... რამდენს შეცვლიდა აქამდეც და ახლა საერთოდ ერთი შემყრელი ფორვარდი. ლიგის შანსები მაინც ძაან მცირეა, თუ ჩვენ ეს სერია არ გავაგრძელეთ ბოლომდე და ინტერ-ლაციომ კიდე არ მოუკლო, მაგრამ ვინმემ თუ არ დაიწყო შეყრა მაგრა გაგვიჭირდება აქაც და ევროპაზეც ბრძოლა.
უდინეზეს პირველი ტაიმის დონის თამაში ალეგრის მერე არ ჩაგვიტარებია... რანაირად მოვახერხეთ მაინც ბურთის გაშვება, ეს რაღაც სენი დნმ-ში გვაქვს იმენა

ეხლა თითო ქულა სასიცოცხლოა. მანდ 2, ბენევონტასთან 2 აბსოლუტურად უაზროდ დაკარგული ქულა ახლა მეოთხე ადგილის მთავარ კანდიდატად გვაქცევდა ამ ხოდით...
ინტერს ვუყურე ჯენოასთან და ერთი გააზრებული შეტევა კიარა მოქმედება არ ქონიათ. ლაციო უფრო მგონია რო გავა ვიდრე ინტერი. რთულია 7-8 ქულა 13 ტურში...
შეიძლება ამ გუნდზე მუშაობა მომავალი წლისთვის. სულ მცირე ადეკვატური შემცვლელები და გამტანი ფორვარდი რომ გვყავდეს ლიგის ზონა აუცილებლად ვიქნებით ამ თამაშით..
რომას შახტარი გაწურავს და დაღლილი უნდა შეგვხვდნენ წესით, ისედაც ტყუილი გუნდია, იქნებ გავიწიოთ მოგებაზე... ინტერზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, ძალიან მაგრა უნდა მოვუგოთ.
This post has been edited by hibridi55 on 20 Feb 2018, 11:00