ამ ფინტს ხმარობდით ვინმე? ან თანამედროვე ფეხბურთში ვინმე აკეთებს?
ჩემი საყვარელი ფინტი იყო, ყოველთვის ყველა ტყუვდებოდა (გაგრძელება ქონდა მანევრის მიმართულების უკუ–ცვლილებითაც და ქუსლის სხვანაირად მირტყმით
)
რომარიო მოუხეშავად აკეთებს (საყრდენი ფეხი უკვე აღებული უნდა ქონოდა და ნაკლებად სწრაფად), ბურთს ეგრე წინ არ გაიგდებ, მიწებებული გაქვს და
კიდევ, თითქმის ყოველ მოძრაობაში ვხმარობდი ,,ელასტიკოს", მაგრამ არა ისე, როგორც პროფები
ანუ ეგენი აკეთებ 1 შეხებით ჰო? ინსტინქტურ დაბნევაზე...მაგას იშვიათად ვაკეთებდი, რადგან იმდენად სწრააფდ კეთდება, ხშირად ვერც ახდენენ რეაგირებას, ანუ ცრუ–მოძრაობას აზრი ეკარგება
VIDEO მე უფრო ფიგუსავით ვაკეთებდი, ანუ ,,წაღება–წამოღება", წამის მეათედებით დაგვიანების ამბავია და ფინტს გაცილებით ეფექტურს ხდის, შენს მოძრაობასაც არაპროგნოზირებადს
რონალდოულ–რომარიულ ელასტიკოს ვაკეთებდი უფრო რთულად, ანუ ბურთს ,,მაღლა ვწევდი" (რომც ჩაედგა ფეხი, ბურთი მის ტერფს ზემოდან გადააფრინდებოდა
)
პ.ს. ჯარიმა როცა მინდოდა, აი 100–დან 100 ჯარიმა იყო ბურთი რომ 2 ფეხს შორის გიდევს და მარკატელივით შეატყუპებ ფეხის წვერებს, არც ეგ ფინტი არ მინახავს პროფებში...(ბურთი ზემოდან ვარდება ,,მოსხეპილი", ადგილიდან)
რისკი ის იყო, ვინც არ ცდილობდა, მაინც ჭვინტს გირტყამდა პირდაპირ ძვალში წინიდან, მუხლს ქვემოთ, ყველაზე დაუცველ ადგილზე)
პ.პ.ს. არასდროს მიყვარდა ,,ჯალმინია" რომ აკეთებდა ეგ, რადგან ყველა სულელი აკეთებდა
მაგას სანახევროდ ვაკეთებდი, ანუ ვითომ ვაკეთებდი (არ ვაგდებდი მაღლა), ჰოდა მერე რაღაც ისეთს ვაკეთებდი, ახლა არც მახსოვს
(მგონი 1 ქუსლით მაღლა აგდებულს, მეორე ქუსლით დაბლა ვაგდებდი და პირველი ფეხით სხვაგან მიმქონდა :/)
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პ.პ.პ.ს.
, კიდევ, ვერაფრით ვიგებდი, რატომ არ ხმარობენ ,,ბურთის თავზე გადაგდების" დარტყმას, მოტყუების დროს?
ანუ, აი კენწვლას რომ იწყებ, ბურთს ხომ ,,ჩაუდგამ" უცებ ფეხს და ავარდება მაღლა?
აი ეგ, როცა მირბიხარ, როცა უცებ ,,ჩაუდგამ", ბურთი ზემოთ ვარდება, მაგრამ დაბალზე...არასდროს შორს, არც მაღლა და ყოველთვის იმდენად მაღლა, რომ ტერფს და თუნაც ფეხი ,,დაგიწვინოს", მაინც გადააფრინდება ხოლმე
ყოველთვის! არასდროს მინახავს ეგ ბურთი ჩაეჭრათ ჩემთვის, რადგან ხედავს + იქამდე ესმის (ხმა ასწრებს, ამ ფინტს კი დიდი ხმა აქვს, შეიძლება ფეხსაცმელიც გახიო ან საფარი), რომ ბურთი ,,უნდა გაიგდო"
ფეხს გიდგამს და ბურთი მის ფეხს აფრინდება :/, იდეალურია ეს ფინტი, როცა პირდაპირ ცენტრში არ გიდგას...(პირდაპირ ცენტრში კიდევ თითქმის არასდროს გიდგანან)
რა თქმა უნდა, ასართმევად უნდა მოდიოდეს, ანუ შენ უნდა წახვიდე პირდაპირ მასზე
ჰო, კიდევ ,,რაბონა" არ მიყვარდა, ანუ იმასაც ,,ბურთის ასაწევად" ვიყენებდი, ან ვითომ რაბონას აკეთებ მეორე ფეხის გარე ტერფით, ბურთი ჰორიზონტალზე მიგაქვს
რომ შემეძლოს ადრინდელივით, ყველას ვიდეოებს დავდებდი, უბრალოდ ვცადე ორიოდ წლის წინ და ვერც ერთი გავაკეთე, რადგან ძვლები გამიმსხვილდა–გამიუხშდა
* * *
უი, ელასტიკოს reverse ვარიანტიც არასდროს კეთდება, გასაკვირია პირდაპირ
ანუ არა ტერფის გარე მხარე > შიდა მხარე, არამედ შიდა მხარე > გარე
არანაკლებ ეფექტურია...მონაცვლეობით ვაკეთებდი ამ ორს, ასე რომ ვერ გაიგებდნენ საით წავიდოდი (თან ორივე ფეხით თანაბრად ვაკეთებდი...)
+ ელასტიკოს გაკეთებულზე, კიდევ მეორე მხარესაც მივდიოდი, ანუ ,,ორმაგი ელასტიკო"
(ზოგჯერ სამმაგიც, ანუ რასაც რონალდო აკეთებს, იგივე მოძრაობის კიდევ ერთხელ ,,დამატება")
* * *
cola de vaca–ც რა კარგი რამე იყო, ჩემთვის გამოუცნები მიზეზით, ყოველთვის გამოდიოდა
ამ ფინტს რომ ,,წაიღებ" და მერე მომენტალურად უკან ,,წამოიღებ", ეგეც მაგარია
(ბუსკეტსი აკეთებს რაღაც მსგავსს)
,,რულეტა", ,,კროკეტა" – მეტისმეტად მარტივი ფინტები იყო, მეკეთებინა
(შეცვლილი სახით მქონდა, რაღაც მოძრაობის დამატებით)
This post has been edited by Piquecanthropus on 17 Jan 2018, 05:59