მოკლედ ვაპირებდი პასუხის გაცემას მარა ისეთი ნონსენსი დაწერე არ გამოდის სხვანაირად. ტაკ დავიწყებ...
თავიდან ძირითადად რომელიმე ერთი ფეხბურთელის თამაშის ყურებას იწყებ და შემდეგ ნელ-ნელა ეს მოწონება იზრდება და გადადის გუნდზეც
ასე ვიყავი მეც, როდესაც ბავშვობაში მომწონდა ანრის თამაში, რონალდინიოს, ჯერარდის და ამ დროს რა ხდებოდა რეალში, ერთად იყო შეყრილი ერთ გუნდში უამრავი ვარსკვლავი, ერთხელ ვუყურე ზიდანის ბურთზე ფეხის გადატარებას, რობერტო კარლოსის ჯარიმებს, რაულის ულამაზეს გოლებს, მერე მეორედ-მესამედ და ნელ-ნელა ამ ფეხბურთელებთან ერთად გუნდიც შემიყვარდა. შენ როგორც გგონია ნაღდად არ დამიწყია იქ ისტორიების და ტიტულების დატოლება სხვა გუნდებთან და ისე არ ამირჩევია რეალი, მითუმეტეს იმ დროში როცა ინტერნეტი არ არსებობდა და საერთოდ თავიდან 2-3 წელი ისე ვუყურებდი რეალის თამაშებს ვერ ვწვამდი სეზონი როდის იწყებოდა ან მთავრდებოდა და ლიგაზე თამაშობდნენ თუ ლა ლიგაში. ანუ როცა გადიოდა ტელევიზორში რეალის თამაში მხოლოდ მაშინ ვუყურებდი ხოლმე.
მაშინ უამრავი კარგი ფეხბურთელი იყო და ზოგს ანრიმ შეაყვარა არსენალი, ზოგს რონალდინიომ ბარსა, ჯერარდმა ლივერპული და დღეს კიდევ 10 ბავშვი რო გააჩერო ათივე გიპასუხებს ან რეალის ფანი ვარ ან ბარსასიო იმიტო რო მესი და რონალდო არიან საუკეთესოები სულ მაგათი შედარება მიდის და შესაბამისად ბავშვებიც ან ბარსას ან რეალს ბალესჩიკობენ და რონი-მესის ეპოქაში არ მიდიან და აზარის ან დიბალას თამაშის ყურებას არ იწყებენ, თუმცა ასეც უნდა იყოს, ნორმალური ფაქტია ეს.
აი რო გავიზარდე და ჭკვაში რო ჩავვარდი მერე დავატოლე ჭუჭუები რეალის და სხვა გუნდების, ტიტულები შევადარე ისტორია შევადარე და მივხვდი რო ისტორიაში საუკეთესო გუნდი ყოფილა რეალი. და მერე სასტავი ბაიერნებს და მილანებს რო ადარებენ ხოლმე რეალს და ერთ დონეზე რო გაყავთ თუ უფრო წინ არა მაგ ფაქტზე მეცინება, თორე ზოგადად ადრეც გითხარი და ეხლაც გიმეორებ რო მე პირადად რეალის დონეზე არცერთ გუნდს არ ვაყენებ და შესაბამისად მართლა ღლეზე მახატია ვინ რას იტყვის რეალზე და ვინ სად დააჯვამს იმიტო რო ვიცი ეს რეალია და თავის სათქმელს დღეს თუ არა ხვალ მაინც იტყვის და მილანის ფანებივით დასაცავი არ გამიხდება, ჩვენ იცი რა გუნდი ვიყავით ერთ დროსთქო...
დაცინვას რაც შეეხება, რომც დავცინოდე რატო არ გკიდია? სადღაც ვაზისუბანში შენ გუნდზე რო ღადაობდნენ უნდა მიხვიდე და იქ კამათი დაიწყო რატო დასცინიხართო? კრიტიკოსები ყოველთვის იარსებებენ რაც არ უნდა უნაკლო იყო და სულ რო ყველა თამაში მოიგო სეზონში ვიღაც მაინც გამოტყვრება და ღადავს დაიწყებს შენ გუნდზე, მითუმეტეს საუკეთესოებს ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. რავი მე ღლეზე მკიდია ეგ დაცინვები და გირჩევ შენც ღლეზე დაიკიდო და გაატარო ხოლმე მითუმეტეს ამ თემაში, ვინ რას დაწერს და რომელ გუნდს დასცინებს)
პ.ს. არ ვამბობ რო საუკეთესოა დღეს რეალი, მარა ისტორიაში საუკეთესოა და მართლა ბავშვი თუ არ ხარ გააზრებული უნდა გქონდეს რას ნიშნავს ისტორია და რა მნიშვნელობას ატარებს ის.
ხოდა რავი მე სხვა გუნდს არ დავცინივარ უბრალოდ იმ ფაქტს დავცინივარ რეალის დონეზე რო დამიყენებენ ხოლმე ბარსელონებს და იუვენტუსებს 2 ტრიპლეტით)) პორტოსაც აქვს ტრიპლეტი მოგებული მარა ზედიზედ ორი ლიგა "ისტორიაში ერთ გუნდს")) (იასნია მარტო ზედიზედ მოგებული 2 ლიგით არ ვადიდებ, გუნდს, უბრალოდ ბოლო ტრიუმფი რაც იყო ეგ გამახსენდა)
მეტს აღარ ვაპირებ რეალის საუკეთესოობაზე პოსტები ვწერო და ვიკამათო 2x2 რო ოთხია. ამის დაწერასაც არ ვაპირებდი