ახლა მთლად ეგრეც არ არის რომ მარტო გუარდიოლა ჩალიჩOბს და მთლად ეგრეც არ არის რომ ფეხბურთელები არ ჰყავს.
სტარები -> დებრუ, აგუერო, სილვა, ოტამენდი, ვოქერი.
ესენი წელს დებენ ძალიან მაღალ დონეს. ნუ აგუერო შეიძლება ახალს არაფერს გვთავაზობს მაგრამ ეგ სულ სტარი იყო თავის პონტში.
ახლოს სტარის სტატუსთან -> სანე, სტერლინგი, ჟესუსი, ედერსონი, ბერნარდო
უბრალოდ მაღალი დონის, გამოცდილი და ჯიგრის ყაურმა ფეხბურთელები -> ფერნანდინიო, გუნდოგანი, დელფი, დანილა
ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭები -> მენდი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო, დიაზი, ფოდენი
და ვეტერანები -> ტურე, კომპანი, ბრავო
ანუ ამაზე მაგარი ბალანსი ახლა რთული დასაჭერია რა, იდეალურად აუწყვეს გუნდი და ამაში გუარდიოლას წვლილიცაა, სწორი სამიზნეები შეარჩია.
ლიგა გამართლების თემაა თუნდაც ტრავმების კუთხით, მაგრამ რასაც გუარდიოლას სიტიში აკეთებს ეგ ლიგაზე მნიშვნელოვანია, სტატუსი აუმაღლა კლუბს.
პს ბარსას ზამენაზე ვინც უზის და გრიზმანიც თუ დაიმატეს: დემბელე, კოუტინიო, ანდრე გომეში, პაკო და ვიღაცები ყველა 20+ მილიონის ხალხია, ზოგი 100+ც, ამიტომ
არ აქვს მნIშვნელობა როგორ ამართლებენ, მნიშვნელოვანია გადახდილი თანხა და მაგ კუთხით უკან არასოდეს იხევენ..
რაც შეეხება რეალს, ჯერ რეალი პერესმა რომ რონალდო იყიდა 100 მილიონად და კაკა, მაშინ იყო ნოვატორი ამ ფასებზე დედის წიოკის კუთხით და მაქედან დაიწყო.
მერე ბეილი და სიტიმ ამ მოკლე მონაკვეთში თუნდაც 500 მილიონით მეტიც რომ დახარჯოს ეგ არაფერს ცვლის. სიტიმ დაიწყო ნორვიჩის დონიდან და 22 კაცი უნდა ეყიდა,
მაგრამ სანამ ამ კონდიციამდე მოვიდოდა უნდა გაევლო ხესუს ნავასების და ფერნანდოების ეტაპი, იმიტომ რომ პირდაპირ სანე აქ არასოდეს მოვიდოდა.
ეი ნორვიჩი -> ტოტენჰემის დონე 22 კაცი, ტოტენჰემი -> დღევანდელი სიტის დონე 22 კაცი. პლიუს იქ ფლოპები, ესენი ისენი, 0-დან შექმნეს გუნდი.
რეალს კიდევ ეგ ხესუს ნავასის ეტაპი გავლილი ჰქონდა 50 წლის წინ და არანარი საჭიროება 13-14 ხალხის ერთდროულად მოყვანის არასოდეს ჰქონია..
აგერ რონალდო მიდის და დავაკვირდეთ პერესის ხელახალ სატრანსფერო აქტივობას რამხელა ბიუჯეტი დასჭირდება

მე მგონია რომ მინიმუმ 500-ს გაისვრიან თუ მეტს არა..
თან რეალს პრიმერაში ტოლსწორ მეტოქესთან ჯამში აქვს 2 თამაში. სიტის 10 და სხვაობაა ძირითადის იგროკის ტრავმის მნიშვნელობის კუთხითაც.
თორემ პსჟ-მ საერთოდ 11 კაცზე მეტი ფეხბურთელი რატომ უნდა იყიდოს და დანარჩენი პოზიციები აკადემიის ბავშვებით არ შეავსოს ვერ ვხვდები ან
იგივე ბაიერნმა თუნდაც.
This post has been edited by DATO1 on 1 Feb 2018, 14:41
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი