ისე, დასიზმრებაზე გამახსენდა, მეც დამესიზმრა სადღაც 1 კვირის წინ, ოღონდ მთლიანი სეზონის დასასრული.
კაროჩე, გასვლაზე, ლივერპულთან 1-0-ს დაწინაურდება სიტი თავიდან და სათამაშო უპირატესობაც ექნება. თუმცა ტაიმის ბოლოს მოეშვებიან და ლივერი გაუთანაბრებს. მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ გიჟივით ეკვეთება სიტი და სახიფათო მომენტებსაც შექმნის. ერთ მომენტში 3-1-ზე გავლენ სანე (ბურთით) - ჟესუსა და სტერლინგი მეკარესთან, ჟესუსა ოდნავ უკეთეს სიტუაციაში იქნება, მარა სანე მაინც სტერლინგს უპასებს და ის კიდევ, ფაქტობრივად ცარიელ კარებს ააცილებს ბურთს ოდნავ მახვილი კუთხიდან. 2 წუთში საპასუხოდ ლივერი გათხრის და 2-1-ს დაწინაურდება. მერე ედერსონის დაუშვებს შეცდომას, არასაჭირო მომენტში გამოვარდება კარიდან ზედმეტად წინ და მაგის გამო კიდევ 1 გოლს გაიტანს ლივერი. სიტი აიჭრება საბოლოოოდ და კდიევ 1 გოლს გაუშვებს.
4-1.
მერე მანჩესტერთან II შემადგენლობით გავა პეპი და 0-3-ს წააგებს.
ლივერთან, განმეორებით მატჩში 3-1 იქნება წინ სიტი და ბოლო წუტებზე, სიტის მასირებული შტურმისას, სალაჰი გაძვრება და 3-2 -ს გახდის ანგარიშს.
ამ თამაშების მერე გვარდიოლა VS. აგუერო და სანე VS. ჟესუსა საჯაროდ გადაეკიდებიან ერთურთს.
ასე არეულები ტოტენჰემთანაც წაასხამენ და 10 ქულამდე შემცირედება 5 ტურით ადრე სხვაობა იუნაიტედთან.
მერე ზედიზედ ნიჩიას და 2 წაგებას მიაყოლებენ და 2 ტურით ადრე 2 ქულამდე შემცირდება ფორა.
არც ერთ ამ თამაშში, კონფლიქტის გამო აგუერო არ იქნება და დე ბრუინი ტრამვის გამო გამოტოვებს თამაშებს.
ბოლოს წინა ტურში დე ბრუინი დაბრუნდება, მობილიზებას მოახდენენ და თამაშს მოიგებენ.
აი ბოლო ტურში, 80-ე წუთზე, 1-1-ზე დე ბრუინი პენალტს შტანგას გაარტყამს, ხოლო 90-ეზე იქით გაუშვებს გოლს და თამაშს წააგებს.
ასე დასრულდება სეზონი