მოცალეობის ჟამს, როცა ჩემსავით თქვენც მოგინდებათ ხოლმე რომელიმე საფეხბურთო უნარ-ჩვევაზე(skill) ლაპარაკი შემოდით და დაწერეთ ხოლმე.
ბარემ ერთ კითხვასაც ჩემოვაგდებ და ისე დავიწყებ თემას.
რომელი სფეხბურთოლი სქილია თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ფეხბურთშიჩემ აზრზსაც დავწერ ბარემ:
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია ფეხბურთის თამაში და ფეხბურთელეობა სამი რამის გარეშე
1. ბურთთან ურთიერთობა
2. შესაბამისი ფიზიკური მომზადება
3. მენტალიტეტი.აქ რამოდენიმე რამეს ვგულისხმობ.
I ფეხბურთელის ტვინში ჩაბეჭდილი უნდა იყოს, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია.
II. ფეხბურთელს უნდა ქონდეს საფეხბურთო წარმატების არანორმალურად დიდი სურვილი
III. ფსიქოლოგიურად უნდა იყოს ძლიერი, არც დროებითმა წარმატებებმა და არც წარუმატებლობებმა არ უნდა გამოწივიოს მოტივაციის ნაკლებობა, სულ უნდა ცდილობდეს განვითარებას და ა.შ
ვფიქრობ ნებისმიერ პროფესიონალ ფეხბურთელს სამივე ეს სქილი, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებაბდ მაგრამ მთლიანობაში მაღალ დონეზე აქვს.
იმჰო მთელი "ბავშვთა ფეხბურთი" უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ მომავალ ფეხბურთელებს ეს სამი თვისება ჩამოუყალიბდეთ და აი ამის მერე იწყება ჩემთვის ფეხბურთი.
აი შემდეგ კი ზოგისთვის რა უნარია პრიორიეტული და ზოგისთვის რა. ზოგი ალბათ იმასაც ფიქრობს რომ გააჩNია პოზიციას,რომ მეკარისთვის შეიძლება რეაქციაა მთავარი, ცენტრალური მცველისთვის თავით თამაში, ფლანგის მცველისთვის სისწრაფე და ა.შ მაგრამ ჩემთვის არსებობს ერთი უნივერსალური სქილი რომელიც ყველა პოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ეს არის:
პოზიციის შერჩევა დაცვაშიც და თავდასხმაშიც.
კარგი დასაწყისი სქმის ნახევარიაო, ზუსტად აკვდება ამ შემთხვევას. თანაბარი ფიზიკური და ტექნიკური შესაძლებლობების ორი ფეხბურთელი რომ აიღო მხოლოდ პოზიციის კარგად/ცუდად შერჩევის ხარჯზე ერთმა შეიძლება უმაღლეს დონეზე ითამაშოს და მეორე საქართველოს პირელი ლიგის დონეს ვერ გაცდეს.
ძალიან დავაფასე ეს ბოლო ხანები ეგ უნარი, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ ქვე-უნარს მოიცავს და ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს იმას, რამდენად კარგად აზროვნებს ფეხბურთელი.
ჰოდა თქვენც დაწერეთ აბა რას ფიქრობთ.
და შემდეგ კითხვაზეც სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს პასუხებს:
როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა ეს უნარი? ვგულისიხმობ პოზიციის სწორად შერჩევას. პრაქტიკა და ბევრი თამაში ალბათ ყველაზე კარგი წამალია მაგრამ რამე უფრო კონკრეტული ჰო არ მოგდით თავში?
This post has been edited by gaucho on 4 Feb 2018, 01:57