ნაპოლიმ დანა გამოგვისვა ბოლო 2 ტურში, განსაკუთრებით რომასთან საერთოდ წაგებით. რომა სამშვიდობოსაა მოკლედ. ნაპოლის რომ მოეგო შეიძლებოდა რამე მომხდარიყო, ლიგის გამო დაეკარგათ ქულები, მაგრამ ყველაზე მარტივი კალენდარი აქვთ და ისედაც ჩვენ 4-ს შორის ყველაზე მარტივად იგებენ პატარა თამაშებს.
ინტერი-ნაპოლიზე ამის მეშინოდა ზუსტად, რომ დაირაზმებოდა ინტერი და იპოვიდა თამაშს ისევ... თან ნაპოლის ეხლა აქვს სპადი მაინცდამაინც. ამ 4 ქულით ძაან დიდი ნაბიჯი გადადგეს.. იქ დერბის გამაზვაც მათ უფრო აწყობდათ, ვიდრე ჩვენ.. რომ მოვუგოთ 2 და 1 ქულა რჩება სხვაობა ინტერ-ლაციოსთან, მარა ყველაზე რთული კალენდარი მგონი ჩვენ გვაქვს და თავს უნდა გადავახტეთ რომ შევძლოთ.
28 ტური ვითამაშეთ და აქედან ბოლო 20 თამაშით მე-4-ზე ვართ, 15-ით მე-3-ზე, 10-ით მე-2-ზე და 5 თამაშის ფორმით 1-ზე... პირველ 8 ტურში წავაგეთ ყველაფერი ასე გამოდის, იმდენად მაქსიმუმი აიღო ინტერ-ლაციომ და იმდენად მინიმუმი ჩვენ.
უდინეზესთან ყველაზე კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ წელს და მაინცდამაინც მანდ ავუტეხეთ თავს უბედურება... ჩვენს მერე ზედიზედ 5 წააგეს არადა... ბენევენტოს არ მივტირი, არ ვიყავით ღირსები. ეგ 4 ქულა ჩვენ გვსვამდა უპირატეს პოზიციაში...
ეს სამპდორია რა სხვაობაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის ასეთი ანგარიშით არ მოგვაგებინებს თამაშს არასდროს, ასე უყურადღებოდ და უაზროდ არ ითამაშებს ჩვენთან. ფეხი არ გაგვანძერვინეს პირველ წრეში და ასე როგორ დაეცნენ ეხლა... აქ ჩვენი გრაფიკით გათვლილი იყო რო ინტერი 2-ს დაკარგავდა და ბოლო 2 ტურით ძაან შეცვალა სურათი.
იუვე სახლი და ატალანტა გასვლა მათაც დარჩათ და ლაციო ბოლო ტურში.. ლაციოსთან მანამდე რომ ეთამაშათ სხვა საქმე იქნებოდა.. ბოლოს რა აზრი ექნება კაცმა არ იცის.
ლაციომ თავისი ჩვენ 3-ს შორის ყველაზე მარტივი კალენდრიდან, შემდეგი ტურის გარდა ყველაზე მარტივ 2 თამაშში დაკარგა ქულები... ევროპაზე თამაშობენ და სკამი არ ჰყავთ და არც ისე მარტივი თამაშები მოსდით აპრილიდან.
ბოლო 10 ტურში 11 და 12 ქულა ამოვუღეთ ინტერს და ლაციოს და წარმოუდგენელი ნაღდად არაა.. უბრალოდ იმათი სპადი და ჩვენი ლაითი კალენდარი დამთავრდა.
დერბი აუცილებლად მოსაგები ფინალი იქნება მაინც ჩვენთვის..
ბონავენტურას მგონია რომ შეყვარებული დაშორდა და დაგრუზულია. მეხუთედი არაა იმის, რაც იყო ხოლმე. ზარალია ტიპი, არც წინაა არც უკან რამე ხეირი. მარა როგორ გინდა შეცვალო, თუ მეორე ფორვარდით არ ჩაანაცვლებ მაქსიმუმ მონტოლივო ან ლოკატელი გყავს არჩევანი

სუსო იყოს რობენის პატენტი, მარა რო არ გვყავდეს ასეთ თამაშებს ვერ მოვიგებდით. მარტო მაგისგან მოდის გამწვავება ფაქტობრივად, ლამის 80% რაც ხდება ასეთ პოზიციურ ზელვა თამაშებში. სხვა რამე მოულოდნელის გამკეთებელი არავინაა გუნდში.
სხვებზე ვამბობთ იმობილე და იკარდი რომ დაემტვრეთ მორჩენილიაო და ჩვენზეც არანაკლებ ასეა - ერთი კაცი არ გვყავს სკამზე. 1-2 ტრავმა და მორჩენილი ამბავია.
კუტრონეს მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან შესცა უკვე. არაა სასტარტოსთვის ეგ ბიჭი, ხაზზე თამაშის მეტი დანიშნულება არ აქვს და მარტო წინ 90 წუთი დაყენება -1 კაცით თამაშია სათამაშო ეპიზოდების 95%-ში.
კიელინის რაღაც პრობლემა აქვს და იმედია ჩვენთან არ გარისკავს ალეგრი. ძაან ცუდი იყო რო სპალთან დაკარგეს ქულები.. ჩვენთან იმაზე მეტის გაღება მოუწევთ, ვიდრე +4 სხვაობით იზამდნენ...
სულზე მოგვისწრო ეხლა შესვენებამ, თორემ ძალიან მაგრა დაგვეტყო უკვე, მარტო ამ შემართებით და მიწოლით მოვიგეთ ბოლო თამაშები.
ლიგაზე გასვლის სურვილი იქ თამაშისთვის ნაკლებად მაქვს... ძალიან მაგრა გვჭირდება შემოსავლისთვის და უეფას სანქციებისგან გადასარჩენად, თორემ ტრანსფერს ვერ გავაკეთებთ ზაფხუLში თუ ვინმე არ წავიდა და ფაქტობრივად იმავე დონეზე ვინქებით მომავალ წელსაც... ალბათ უკეთესი შედეგით, მარა დონე იგივე დარჩება.
რა ნაგიჟარია ეს
http://sport.adjara.com/items/2097953 This post has been edited by hibridi55 on 19 Mar 2018, 13:49