ბუფონის ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები ყველა სეზონი შეკრიბეთ თავისი სეივების რაოდენობით და ხარისხით, გლამურული გამოხედვებით და გოლის რაღაცნაირად აღნიშვნებით და ყველაფრიანად ემთხვიოს ოლივერას 2001 წლის სეზონს, რომელმაც ლიგა დაადებინა ბავარიას, კანის დამსახურება მაშინ უდიდესი იყო (ვისაც არ გინახავთ არის ჩანაწერები და გადახედეთ მის თამაშს მანჩესტერთან, რეალთან, ვალენსიასთან და დარწმუნდებით). ნაღდად არ გავცვლი კანის იმ სეზონს ბუფონის სხვა სეზონებში, იმდენად დიდებული იყო და დარწმუნებული ვარ პირიქით რომ ყოფილიყო არც იუვეს ბალეშიკები გაცვლიდით.
რომ დაგიჩემებიათ "ჯიჯიი ამდენი წელი მაღალ დონეზე სტაბილურად", მარტო უბრალოდ მაღალი დონე და სტაბილურობა არაა ეტყობა საკმარისი ფინალის მოსაგებად, უფრო მაგარი თამაში უნდა დადო, ვალდესი, რომ ვალდესია 2006 წლის ლიგის ფინალი მაგის გადარჩენილია ანრის ორჯერ პირისპირ ისეთები გამოუძრო, ეს კიდე ჩოილარივით დგას ლიგის ფინალებში, ხან სუარესს უგდებს ბურთს წინ ხან კაზემირო უტანს შორაპნიდან

სერია -აში ჩამაყენე იუვეს კარში და მეც სტაბილური ვიქნები 12 თამაშში 3-4 დარტყმა აქვთ იუვეს კარში

აგერ შესნი რამდენიც დადგა გოლი არ გასვლია

რა მაღალ დონეზე სტაბილურიც არი განსაკუთრებით ამ სეზონში გამოჩნდა, ბარსასთან ჯგუფში და ტოტენჰემთან ორივე თამაშში. ახლა ილოცეთ რო პარასკევს გრანდი არ ამოგივიდეთ კენჭისყრაზე თორე მერე ნახეთ მაგის საცოდაობა.
კიდე ამაზე მეცინება - "ჯიჯი იმსახურებს ერთ ლიგას"- იმსახურებს არა იხვი, სამჯერ ეგდე ფინალში თუ დამსახურება გინდოდა დაგემსახურებია და მოგეგო, ახლა 40 წლის როა მაგიტო თუ ეკუთვნის, გაბორ კირალიმ რა დააშავა, იმსახურებდა ევროპას, 42 წლის თამაშობდა

სამი ფინალი ითამაშა ტიპმა და ერთში მაინც გაკეთებინა რამე ისეთი რო გუნდს წადგომოდა (ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი სამი ფინალიდან ინძაგის თავური

) 2015 წლის ფინალში 4 დაურტყეს სამი გაუტანეს, 2017 წელს 4 დაურტყეს 4 გაუტანეს. წააგეს და ბონუჩის დააბრალეს გასახდელში ლიჟბი ბუფონს არ დაბრალებოდა, არადა თუ ეგეთი რამე მოხდა კაპიტანი რას მიკეთებდი?

პ.ს. ავღელდი ცოტა მაპატიეთ

იუვენტუსიც მევასებოდა თავის დროზე და ბუფონიც, მარა იმენა ორივე შეძულებული მაქვს უკვე სამი წელია. ბოლო ფინალის გარდა სულ იუვეს ვგულშემატკივრობდი იმ წინა ფინალებში!