"მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველით, არტურო ვიდალით, ინტერესდება.
ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "SportBild" იუწყება, რომ გამოცდილი ჩილელი ჩამშლელის დამატებით პირადად "წითელი ეშმაკების" თავკაცი ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული.
მოსალოდნელია, რომ ინგლისური გრანდი "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ოფიციალური წინადადებით ზაფხულში მიმართავს და მიუნხენელებს არტუროს სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს შესთავაზებს.
თავად ვიდალს კი "მანჩესტერი" 4 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, რომლის შედეგად სამხრეთ ამერიკელი წელიწადში 14,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
30 წლის არტურო ვიდალის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2019 წლამდეა გათვლილი.
არგაუშვან ვიდალი მევასება მაგრათ