* * *
მარსელოს პატარა ისტორია
„როდესაც 6 წლის ვიყავი, ზაფხულის არდადეგებზეც კი დილის 7:30-ზე ვიღვიძებდი, ვიღებდი ბურთს და დავდიოდი ბოტაფოგოს სანაპიროზე. ეს ადგილი რიოშია, საიდანაც მოდიან ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელები. სანაპიროსთან ახლოს პარკში იყო პატარა მინი მოედანი. იქვე ერთი მოხუცი იყო,რომელიც გაუჩერებლად ყვიროდა : „ერთი დოლარი! ერთი დოლარი !“ - თუ მას მისცემდი ერთ დოლარს ის დაგიცავდა მანქანას. მე მახსოვს ხმა, მაგრამ ყველაზე მეტად მახსოვს სუნი. იქ იყო გაფუჭებული საკანალიზაციო წყლის მილი და ყოველ დილით,როდესაც პარკში შევდიოდი, მე ვგრძნობდი ამ საშინელ სუნს.
ამ მოედნის ტერიტორია ეკუთვნოდათ „ბოტაფოგოს“ გულშემატკივრებს. ხანდახან ისინი მოდიოდნენ მოედანზე და მე მარტო ყოფნა მიწევდა სანაპიროზე, ხოლო ზოგჯერ საერთოდ არავინ არ იყო და მარტო ვთამაშობდი ბურთს. ყველაფერ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა : პატარა მარსელიტო ყოველ დღე იქ იყო. მე ნამდვილად მახსოვს ის სუნი და ვგრძნობ ფეხებში ბურთს. მე გავიგე ერთი რამ, რომ თუ შენ ფეხებში ბურთი გაქვს, შენ არ შეგიძლია საკუთარი მოგონებებიდან, საკუთარი თავიდან გამოხვიდე.
იმ ზაფხულსვე იყო 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტარდებოდა ამერიკაში. ბრაზილიაში ჩემპიონატის სტარტის წინ ყველა გამოდიოდა ქუჩებში და ხატავდნენ სხვადასხვა ნახატებს. ირგვლივ ყველაფერი გახდა მწვანე, ლურჯი და ყვითელი : ქუჩები, კედლები, ადამიანების სახეები. ეს განსაკუთრებული მოგონებაა ნებისმიერი ბრაზილიელი ბავშვისთვის. ერთხელ მე წავიკითხე რონალდოს ისტორია, ის ყვებოდა,თუ როგორ დარბოდა 1982 წლის ჩემპიონატის წინ ქუჩებში და ხალხს ეხმარებოდა ზიკოს პორტრეტის დასახატად.
იცი რა, რონალდო? თუ შენ ამას კითხულობ, როცა მე ვიყავი 6 წლის, მე მეგობრებთან ერთად დავხატეთ შენი სახე ჩვენს ქუჩაზე. შენ ჩვენი გმირი იყავი და ეს სამუდამოდ ჩვენ იქნება ჩემს გულში.როგორი უცნაურია, შენ ხომ ყველაფერი გახსოვს, მე თითქვის არაფერი არ მახსოვს, როგორ მოიგო ბრაზილიამ ის ფინალი, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს ერთი ფოტო, რომელიც ადგილობრივი გაზეთის პირველივე გვერდზე იყო. ჩვენი ნაკრები ახლახანს ჩამოფრინდა სახლში, ხოლო რომარიო თვითმრინავის თავზე, პილოტების კაბინიდან ბრაზილიის დროშას აფრიალებდა,თითქოსდა მთელი მსოფლიო დაიპრყო ჩვენთვის. მახსოვს როგორ ვუყურებდი ამ ფოტოს და ვფიქრობდი, ჩემი გული ახლა გაიყოფა ორ ნაწილად სიამაყის გამო. ვფიქტობდი, ღმერთო ჩემო, ოდესაღაც მეც ასე უნდა გავაკეთო.
რა თქმა უნდა, ეს იყო სულელური ოცნება, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ბრაზილიაში ცხოვრობს 200 მილიონი ადამიანი და ყველას სურს რომ გახდეს ფეხბურთელი. გარდა ამისა, მე მაშინ არ ვიყავი ნამდვილი ფეხბურთელი. მე უბრალოდ ვთამაშობდი მინი ფეხბურთს მეგობრებთან ერთად. ნამდვილ საფეხბურთო კლუბში მოწყობა ჩემი ოჯახისთვის შეუძლებელი იყო. შეიძლებ ხალხმა ამერიკიდან და ინგლისიდან ეს ვერ გაიგოს, მაგრამ საწვავი ბრაზილიაში, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბავშვი ვიყავი, ძალიან ძვირად ფასობდა.
საბედნიეროდ, ბაბუაჩემი მზად იყო ყველაფერი გაეწირა ჩემთვის. ის ყველაზე მთავარი ადამიანია ჩემს ისტორიაში. ის ყოველთვის ატარებდა მზისდამცავ სათვალეს და ამბობდა ერთ განსაკუთრებულ ფრაზას. ის ამ ფრაზას ყოველ დღე იმეორებდა,როდესაც მეგობრებთან ერთად იყო. როგორ შეიძლება ამის გადათარგმნა ინგლისურად? ის ამბობდა..... „ჯანდაბა, შემხედეთ მე. ჯიბეში ერთი საწყალი დოლარიც კი არა მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ.“
მე მას მოედანზე ძველი მანქანით Volkswagen variant-ით დავყავდი,რომელიც თუ არ ვცდები 1969 წლის გამოშვება იყო. მაგრამ 8 წლის ასაკში ,როდესაც ხშირად დავდიოდით გუნდთან ერთად მოედანზე, ამ დროს საწვავში ძალიან ბევრი გვეხარჯებოდა და ბაბუამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლემაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. მან გაყიდა მანქანა და ამ ფულით ავტობუსის ბილეთებს ყიდულობდა ჩვენთვის. ფიქრობთ ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ის მოიღუშა და თავს ღარიბად და უბედურად თვლიდა? ჯანდაბა, რა თქმა უნდა, არა!!
მარსელოს ბაბუა : „ჩემი შვილიშვილი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია რიოში! საუკეთესო მოთამაშე ბრაზილიაში! შეუჩერებელი !“ - მისი აზრით მე არასდროს არ ვუშვებდი შეცდომას. ეს იყო ფანტასტიკა. ის მოდიოდა ჩემს მატჩებზე და მამაჩემს ეუბნებოდა : „შენ უნდა მოხვიდე მოედანზე და ნახო მარსელოს თამაში,თუ რას სჩადიოდა ის მოედანზე ბურთით. ის ჩემი ღმერთია ! ეს იყო მაგია ! წარმოუდგენელი რამ!“ - მაგრამ მამაჩემი თითქმის ვერ დადიოდა ჩემს მატჩებზე, იმიტომ,რომ ის სულ მუშაობდა. ალბათ, ის ბაბუას გიჟად თვლიდა. როცა ცუდად ვთამაშობდი და ვმარცხდებოდით, ის მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა : „ნუ ინერვიულებ, ამას შემდეგ გამოასწორებ.“
მან მაიძულა მეგრძნო საკუთარ თავში,რომ მე ვარ რონალდო. გეფიცებით, სახლში დიდი სიამაყით შევდიოდი : „მე ნამდვილი ფეხბურთელი ვარ“. მან მომცა მე გზა, რომელზეც უნდა მევლო კარიერის განმავლობაში, მან შეცვალა ჩემი ცხოვრება, დამეხმარა წავსულიყავი ბრაზილიიდან ევროპაში. მე მსურს მისი იმედები ნაკრებში გავამართლო და თუ არ გამოვა,რა ვთქვა? მე დავრჩები მარსელო, სიხარულით სავსე, მაინც ძალიან ბედნიერი მარსელო.“
თარგმნა : Toma Mamuladze