ჩვენი თემა ტიანშანია, სულ ცისფერმთურად მეცინება ისეთი პოსტებია

ზოგი ალთას ზოგი ბალთას
პ.ს. ჩავლილ თემატიკაზე
რონალდო–ზიდანი–სუარესი–ეტოო–მესი–კრისტიანოზე გამიხარდა/გამიკვირდა, რომ არ დამხვვდა პოსტი, ესე იგი რონალდო > მესიო და ა.შ. დედააზრის გამოტანები
kaiser Sozeმე ხან მგონია რონალდო > რომარიო ხან რომარიო > რონალდო და ვერ გადავწყვეტ
რომარიო-რონალდოს დუეტი (კოპა ამერიკაზე) კი იყო საუკეთესო, რაც ოდესმე მინახავს...
ტანკე6 სკუდეტოს იუვენტუსზე ვამბობ
მივუბრუნდები:
და აი...მაინც ვუკბენ ამ რეალს და თუნდაც 3 მოიგოს ზედიზედ, ეს რეალი არის (თამაშით) ისეთივე სხვა რეალებთან (ანჩელოტის ან დი სტეფანოს), რაც ეს იუვენტუსი არის ლიპისთან, არადა იმათ ზედიზედ 6 არ მოუგიათ, ახლოსაც ვერ მივიდოდნენ. აი ასე, სტატისტიკას
თამაშზე კი, შემრცხვა ,,ორმაგი ლატერალი"

და თამაშმაც აჩვენა, რომ ბარსა გაზეთილი ვერ იქნება ასე...
სერხი რობერტო სულ დაიკარგა
მაგრამ ვალვერდეს მოგებაა ეს, გაამართლა და ჰქონდა მიზეზი ეგრე გაეკეთებინა, რადგან გუნდი ვერაა ახლა კარგ ფორმაში და რომას 2 რომ არ გაეტანა (სიტყვაზე 2:2), ეგრე უნდა გაეკეთებინა
დამტკიცდა რომ კარგია რომა, იუვენტუსზე უკეთესია დღეს
მაგრამ ლივერპული კიდევ უკეთესია და კიდევ კარგი, მაგათ არ შევხვდით, მგონი ბავარია მირჩევნია ყველას, შემდეგ რეალი და ბოლოს ლივერპული
მითუმეტეს, რეალთან ყოველთვის 2–იანი ჯობია + ეს ბარსა ,,ოვერალ" რეალზე ძლიერია ზუსტად რომ ,,რა თქმა უნდა" + ვალვერდე ძალიან ცუდი ტიპია ამ საპლეიოფოებში მეტოქეებისთვის...
აი რომასთან იღბალი იყო უთუოდ გოლებში, თამაშში...(შტურმზეც იყო რომა), მაგრამ ამავე დროს, გუნდმა საკმაოდ ადვილად მიიღო შედეგი
ყველაზე ,,ამარატეგი" მწვრთნელი გვყავს დღევანდელ სამყაროში
და მეც იმათ შორის ვარ, ვინც ამ ტრიპლეტის გამო ,,ჯანდაბას" სანახაობასო, რადგან ამ ფორმაციას მეტი არ შეუძლია
ვალი აქვს ფეხბურთს ტიტულების ბარსასი და 1 სეზონი ,,ჯანდაბას ეგეთი თამაშით ამოიღონ"
მითუმეტეს, ეს თამაშიც მირჩევნია ლუის ენრიკეს ვითომ სანახაობრივ თამაშს, სინამდვილეში ყოვლად აუტანელს
ეს ფეხბურთი მაინც არის, ,,იკითხება" და ის არაფერი არ იყო: 3 ტენორის მიერ ამღვრეულში თევზჭერა
ახლა კიდევ, რაკიტიჩს მადლობა უფალს, თავი ანებეს, იმდენად კარგია (ეტყობა)
როგორც ემდ–ს მესტატიემ დაწერა წინ კვირებში, ,,ადრე იყო მესი და 10, ახლა არის მესი, რაკიტიჩი და 9"
ვიტყოდი, რომ ,,ორმაგი ბუსკეტსით" ვთამაშობთ, ბუსკეტსიჩია ეგ, სრულიად ახალი ვიღაც, თავისი გრძელი პასებით და უამრავი შეტევის ჩაშლებით
თუმცა ის მაინც აქვს ნაკლი, ზოგჯერ ქათამკიტიჩი ხდება
თუმცა მაინც, გავიმეორებ რამდენიმე თვის წინ ნათქვამს: შეიძლება ნებისმიერმა მოისუსტოს და ბარსამ მოიგოს ტიტულები მაინც, მაგრამ თუ რაკიტიჩი არ იქნება 7.5–იანზე, ბარსას შანსი არ აქვს მოიგოს ტიტულები
ნამდვილად რომ ,,ფუნდამენტია" (ემდ–ს ეპითეტი, მვპ მაგათი აზრის რომასთანაც) ამ ბარსასი
სემედუ ამტკიცებს, რომ მარჯვენა მცველები აღარ გვაინტერესებს მარკეტზე
თუმცა მაინც ცუდია, თავიდან ,,ჩაისვარა" მწვრთნელმა და მერეც, როცა დემბელე არ გამოიყვანა (საჭირო იყო, ,,გახნიდა" რომას დაცვას)
ბუსკეტსიც გამოჩნდა კიდევ ერთხელ თუ რას წარმოადგენს, გავიდა და აირია მონასტერი
და სუარესი...არ რცხვენია ამ ხალხს ასეთ 9 ნომერს რომ ლანძღავს, წარმოუდგენელია რა...
მთავარია ჯადო მოიხსნა ლიგის და გაიტანა
ფაფხურა სუარესიც კი საუკეთესო 9 ნომერია სამყაროში, ფაფხურა ეტოო ეგეთი არ იყო...
მხოლოდ 9 ნომერს რომ გააქვს ისეთები გააქვს, სხვა რომ ვერ გაიტანს
როცა ბარსას მნიშვნელოვანი გოლი სჭირდება, 80% მისი იმედი მაქვს, 15% მესის და 5% ვინმეს გაუვარდეს
თუნცად უბრალოდ ,,მონაწილეობა" იყოს
და მონაწილეობაზე, ავე დენის! სამაგალითო ჩაწოდება იყო ის, ეგრე უნდა აწოდებდე ბურთს საჯარიმოში, ახლო ასხლეტისთვის ან დარტყმისთვის ,,განწირული"
ოფლი მომადგა :/
პ.პ.ს. სიტი მაინც თუ გავიდა (პსჟ–სთან 6:1–მა ყველას მისცემს ,,მუხტს"), მირჩევნია ბავარია – ბარსა და სიტი/ლივერპული – რეალი
და მიუხედავად იმისა, რომ რეალი/ლივერპული ახლა ტირანოზავრებივით არიან
მაინც, ,,ცუდი თამაშით მომგები" ბარსა (ყველაზე მთავარი/იშვიათი რამ ბარსასთვის, ცუდად კი ბარსა თვეობით თამაშს ნამდვილად არ გააგრძელებს, ისევე როგორც ისინი ვერ შეინარჩუნებენ ეგეთ ფორმას მაისისთვის), მე მთავარ ფავორიტად მიმაჩნია და ბავარიაც, რომელიც თითქოს ბევრი ნაკლით არის, მაგრამ საჭირო დროს მობილიზდება
This post has been edited by Piquecanthropus on 5 Apr 2018, 11:39