ემდ-ს 10 მიზეზი და მე

1. ,,კონსერვატორული ტაქტიკა" – დაარქვეს აქ, კონსერვატორული არ ჰქვია ავტობუსზე უფრო საძაგლობას
2. რომას პრესინგს ვერ გაუმკლავდნენ – აბა როგორ გეგონათ 10 კაცით თუ დაცვაში იქნები, ბურთის ამოტანისთვის გცხელა ან შეგიძლია? 33(!) ,,უმისამართო" ამოურტყიათ, მარტინოს დროს ხავის თავზე რომ დაფრინავდა ბურთი ერთ–ერთ თამაშში (მოგებულ), ისე იყო ახლა ინიესტაზე
3. ინტენსივობის ნაკლებობა – ანუ მონდომება დააკლესო, მე სულაც არ ვთვლი ეგრე, მესიც ცდილობდა და რაკიტიჩიც და პიკეც ა.შ. ეგ აკლდა მარტო უმტიტის, რომელიც საზიზღარ ფორმაშია თუ საზიზღარ ჭკუაზე
4. ჯეკოს ვერაფერი მოუხერხეს – რაა გასაკვირი, აყლაყუდა ალბას თუ დაჩაგრავს? ამიტომ უნდა აკონტროლო ბურთი...სუარესი რომ ყოფილიყო იმ რომაში, კიდევ უფრო შთამბეჭდავად მოიგებდნენ
5. მწვრთნელს არანაირი გეგმა არ ქონდა გარდა საწყისის – როგორ გეკადრებათ, ინიესტას ნაცვლად გომეშის შემოსვლა სრულიად ეპოქის შეტრიალებაა და ახალი ფილოსოფიის დანერგვა, ბურთთან ნიჭის უბურთობის უნიჭობით შეცვლა
6. უსისამართო მოგერიებები – 33(!) ვალვერდეს დაუვიწყარი რეკორდი? თუ დიად ტატას მეტი ჰქონდა, 36 მახსოვს
7. მესი საჯარიმოსგან შორს – ეს ბანალური რაღაც, მეცინება, ყოველ წაგებაზე ამას იტყვიან (ნაკრებშიც)
8. სუარესის აჩრდილი – ვისი ბრალია და ფედერაციის

9. ნაგვიანევი ცვლილებები – თორემ არ შეეჭამათ ნიახურივით დემბეცილებს
10. გადაღლა – ეს მეორეზე უნდა ეწეროს, რომ გადაწვა შემადგენლობა ანჩელოტივით
ხალხი: 75% მწვრთნელის ბრალია, 25% ფეხბურთელების ბრალია
99% მწვრთნელი რომ ,,ამარატეგია", აი მაგის ბრალია და 0.9% ფეხბურთელების და 0.1% მწვრთნელის როგორც მწვრთნელის
This post has been edited by Piquecanthropus on 12 Apr 2018, 08:06