ცხოველად გადაიქცა

"ლივერპულის" რიგებში მოჰამედ სალაჰის სადებიუტო სეზონი იმაზე გაცილებით მაგარი გამოვიდა, ვიდრე ამას რომელიმე სქაუზერი მოელოდა. მან "ლივერპულის" მოთამაშის რანგში უკვე 34 ჯილდო მიიღო :
* ის სამჯერ დაასახელეს ჩემპ. ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ - ერთხელ ჯგუფურ ეტაპზე("მარიბორთან" მატჩში), ორჯერ კი პლეი-ოფში ("სიტისთან" და "რომასთან").
* მომო ორჯერ გახდა. ჩემპ. ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორი - პირველად "სიტისთან" სტუმრად განილი გოლის, ხოლო მეორედ "რომასთან" პირველ მატჩში გატანილი გოლის გამო. საერთო ჯამში მან წელს მეტოქის კარი ამ ტურნირზე 10-ჯერ აიღო.
* სალაჰი სამჯერ გახდა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე - ცნობილისთვის, ერთ სეზონში სამჯერ ეს ჯილდო არც ერთ სხვა მოთამაშეს არ მიუღია.
* "ლივერპულის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად კი მომო 7-ჯერ დაასახელეს - სიტყვებიც კი ზედმეტია !
* ის 6-ჯერ გახდა "ლივერპულის" მიერ გატანილი თვის საუკეთესო გოლის ავტორი - ყველას გვახსოვს მისი გენიალური გოლები "ევერტონთან", "ტოტენჰემთან" ან თუნდაც "უოტფორდთან".
* პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშედ ის 4-ჯერ დაასახელა !
* აღნიშნულმა ასოციაციამ ეგვიპტელს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადასცა - წინა წლებში ეს პრიზი კანტემ, მაჰრეზმა, აზარმა და სუარესმა მიიღეს.
* სალაჰი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს როგორც "ლივერპულის" ფეხბურთელებმა, ისე გულშემატკივრებმა - ყველა ტურნირზე მომომ 44 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, წინ კი ჩემპ. ლიგის ფინალია !
* სალაჰი გახდა საუკეთესო აფრიკელი მოთამაშე როგორც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის, ისე BBC-ის ვერსიით. ასევე, ის საუკეთესო არაბ მოთამაშედაც დაასახელეს - შეგახსენებთ, რომ სწორედ მოს დახმარებით შეძლო ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.
* პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სალაჰი სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა !
* ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგადაც დასახელდა !
* და ბოლოს, სალაჰმა პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გაიტანა 32 გოლი - დღემდე ასეთი რამ არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. მან გააუმჯობესა ალან შირერის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლუის სუარესის შედეგი(31-31 გოლი). ცნობილისთვის, ეგვიპტელმა შემტევმა ერთ სეზონში გაუტანა 17 სხვადასხვა გუნდს - ესეც საუკეთესო მაჩვენებელია !
* * *
„იმის გათვალისწინებით, რომ კოუტინიოში აღებული თანხის დიდი ნაწილი დაუხარჯავი დარჩა და, ამასთან, კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე დიდ წარმატებას მიაღწია, საიდანაც დაახლოებით 70 მილიონ ფუნტამდე გამოიმუშავა, ზაფხულში კლოპის გუნდში დიდი ინვესტიციები ჩაიდება.
Fenway Sports Group-მა იცის, რომ იმისათვის, რათა კლუბმა შეინარჩუნოს როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ინგლისში ბრძოლის უნარი, შემადგენლობის დიდი სიღრმეა საჭირო.
თუ მოჰამედ სალაჰზე რაიმე სახის შეთავაზება შემოვა, იგი მაშინვე უარყოფილ იქნება. იგი 200 მილიონ ფუნტიანი ტალანტია, რომელიც „წითლებს“ წინ მიუძღვება. „ლივერპულს“ გაზრახული აქვს, რომ მის გარშემო ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი შეკრას და არა მისი შეცვლით გაიერთოს“. - განაცხადა ჯეიმს პირსმა.