ნერვიულობა.. ჯერ დასაწყისზე, მერე კარიუსზე, გამაზული მომენტები. სხეულში გამცრელი პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი, მეორე ტაიმი და უსიამოვნო ბოლო წუთები.
პირველი 2 გოლი საოცრება იყო. ძალიან მაგარი. განსაკუთრებით მეორე ფირმინო - სალაჰი. ორი რა ფეხბურთელი, ორმა ფეხბურთელმა გაარღვია მთელი მეტოქის დაცვა.
სალაჰის ასეთი შესრულება უკვე მერამდენეა, მაინც სახტად გტოვებს. ფირმინოზე მეტს აღარ დავწერ, მთავარია ეს ფეხბურთელი ლივერპულს ჰყავს.. რა ჯილდოს ან პრიზს მისცემენ, აღიარებენ ნაკლებად მაინტერესებს. მთავარია ჩვენ ვიცით თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კაცს გუნდში, რა სწორად თამაშობს, როგორ ავითარებს შეტევებს. დღესაც რა ითამაშა, იმუშავა - დაიღალა.
ახლა არ მინდა უარყოფითზე ლაპარაკი. მაგრამ ოქსის ტრავმა ძალიან ცუდი ჩანდა

ემრეს რამე უშველონ, ან საიდანმე ნახევარმცველი დაიმატონ/ ახალგაზრდულის რომელიმე ბავშვი ტაქტიკში ჩასვან. თორემ დარჩენილი სეზონი რთული იქნება. დიდი დატვირთვა მოდის 3 ნახევარმცველზე.