ობიექტურად ვინ უნდა შეაფასოს, ეგეც სათქმელია
კამათი იმაზე წავიდა, ასეთ დროს უნდა დაედო თუ არა პენალტი, ხოდა, ასეთი პენალტი უნდა დაედო თუ არა, მაგ საკითხმა გადაიწია საერთოდ
ასეთი პენალტი ნიშნავს რომ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და არა იმას, რომ 100%-იანი პენალტი არ უნდა დადო ასეთ დროს
იტალიური მხარის პოზიცია გასაგებია და არგუმენტად არ გამოდგება ამ სიტუაციაში, რადგან მხარეა, თუმცა სხვებიც მხარეებად გამოდიან
მსაჯმა გრემ პოლმა დასანიშნი იყოო, ბუფონიც გასაძევებელიო, პრინციპულობა გამოიჩინა და გამოავლინა ის თვისებები, რაც მაღალკვალიფიციურ მსაჯს უნდა ჰქონდესო, მერე ისიც დამაატა, მსოფლიოზე რომ არ იმსაჯებს, დასანანიაო (მოკლედ, ინგლისელი კოლეგა და თანამემამულე დაიცვა

)
სამაგიეროდ, იტურალდე გონსალესმა თქვა, არ უნდა დაედოო, რადგან არ იყო ისეთი შეხება, რომ ასე განესაჯაო , შეცდაო ( მოკლედ, ინგლისელ კოლეგას წამოარტყა თავში, აზრზე არააო

)
მარკა და ას-ში ((ორივე მადრიდული გამოცემაა) გაიჟღერა რამდენიმე მსაჯის აზრმა, რომ არ უნდა დანიშნულიყო და მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო
საკამათო რომ გახდა, გამოკითხვებიც ადასტურებს, არამხოლოდ აქ
ხოდა, ასეთ დროს ასეთ პენალტის დანიშვნას უფრო მაღალი ნდობის ხარისხი უნდა ჰქონდეს, ვიდეორეფერი თუნდაც , რომელიც აპელაციაზე გამოიტანს ვერდიქტს
ვიდეორეფერის გადაწყვეტილებაც გახდება საკამათო, იმის მიხედვით, ვინმე გრემ პოლი იჯდება მანდ თუ იტურალდე, მაგრამ ერთი კაცის გადასაწყვეტი რომ არ იქნება, უკეთესია ბევრად
პენალტის დადებით კი ის დაშავდა, რომ მსაჯმა თავის თავზე აიღო მატჩის ბედი, როდესაც შეეძლო, დამატებითი 30 წუთი მიეცა გუნდებისთვის (პენალტი როდესაც ასეთი საკამათო გახდა, მაგიტომ ვამბობ)
ამ ინგლისელი მსაჯის პრინციპულობა დამაჯერებელი არ იყო, უფრო აიჭრა, ბუფონის გაგდებითაც გამოიხატა ეს, პრინციპული მსაჯი კრისტიანოს გააფრთხილებდა ბევრად ადრე, როდესაც რამდენჯერმე წაიქცა საჯარიმოში და ყოველ ჯერზე ხელებს უშლიდა, სადაა პენალტიო
This post has been edited by Pep Guardiola on 12 Apr 2018, 18:19