არაა მანჩინი ცუდი ვარიანტი. აქ კი ვერ იტანთ და რამე, მაგრამ არც იტალიას ყავს რამე ისეთი თაობა ახლა განგაში რომ ატყდეს არიქა, მანჩინის როგორ ანდესო.
აი ### მარტინესს რომ ჰყავს ბელგია, ეგეთი შემთხვევა არაა.
მანჩინის დანიშვნა ერთი რამის გამო იქნება კარგი.
დი ბიაჯოს, ვენტურას და მსგავსი ###ებისგან განსხვავებით იტალიის ფედერაციისთვის ასე თუ ისე უცხო კაცია და მარტივად ვეღარ ჩაერევიან მის საქმეში.
მარტო სერია ა-ზე არ იქნება გადამკვდარი, ლუკა ჩიპიდელებით და ჯანფელიპე სკიაჩელებით არ ამოავსებს ნაკრებს.
ტაქტიკურად ძლიერი მწვრთნელი არაა, მაგრამ ძირითადად კარგი ასისტენტები ჰყავს ხოლმე.
კარიერას რომ გადახედო, ეგეც შიდა ჩემპიონატების მწვრთნელია.
ფიორეს თასი მოაგებინა, მაგათი ბოლო ტიტულია ეს. ლაციოს თასი მოაგებინა, არადა გუნდი გაკოტრებული იყო როგორც მახსოვს, მოკლედ, არ ედგათ კარგი დრო.
ინტერს სკუდეტოები და თასები მოაგებინა, არ თქვათ ახლა ნებისმიერი მოიგებდა მაგასო, სისულელეა ეგ. ტრებლის შემადგენლობას საფუძველი მაგან ჩაუყარა.
სიტის პლ მოაგებინა თან ისე კი არა წელს რომ იგებს გუარდიოლა, მაგარ კონკურენციაში მოაგებინა ფერგიუსონის წინააღმდეგ. ისეთი ხალხი მიიყვანა სიტიში, წლების განმავლობაში გუნდის ბირთვად რომ იქცნენ: ტურე, სილვა, აგუერო. გალათასარაიში ერთი სეზონი იყო და თასი დადო მხოლოდ, მაგრამ გუნდი ლიგის მერვედფინალში ჰყავდა და კონტე ჩატოვა თან ჯგუფში პატარა ტრაქტორის დახმარებით.
ინტერში მაგის მეორედ მოსვლას ვერ შეაფასებ, წლევანდელზე სუსტი შემადგენლობა ჰყავდა და მაინც ჩავარდნის პერიოდის ყველაზე კარგი შედეგი დადო [მე-4 ადგილი]. ზენიტში ვერაფერს შვება, იმიტომ რომ სუსტი გუნდი ჰყავს, ტრანსფერებზე წუწუნებს ბევრს. ლუჩესკუმ და ვილაშ ბოაშმა ვერაფერი ქნეს და მანჩინიმ რა უნდა გააკეთოს ერთ სეზონში, ტიპებმა ყველა გაუშვეს და ლეანდრო პარედესით უნდათ მწვერვალების დაბყრობა.
ევროპაში ჩაჯმული იყო ყოველთვის, კიბატონო, ინტერით ბლომად ჩაიჯვა. სიტიშიც ჩაიჯვაო აგინებდნენ, გააგდეს და ვერც პელეგრინიმ დადო უკეთესი შედეგი, ვერც გვარდიოლამ. არაა ეგეთი ადვილი.
მოკლედ, გადაფასებული მწვრთნელია კიბატონო, მაგრამ ასე მასობრივ ზიზღს არ იმსახურებს, ჩემი აზრით.