ხალხნო მაროტა ის კაცი არ არის 120 მილიონი ისე გადაიხადოს იქიდან მოგება ვერ ნახოს...
10 წელია რონალდო რეალშია, მას უამრავი გულშემატკივარი ყავს რომელმაც საერთოდ არ უნახავს ის სხვა გუნდის მაისურით...
ეს ნიშნავს რომ ეს ისეთი მსოფლიო მოვლენა იქნება რომ ახლა თუ იყიდა, სექტემბრამდე ამოიღებენ მარტო მაისურებით იმ 120 მილიონს... ყველამ ვიცით 80 ევრო ღირს იუვეს ფორმა. გავიგე რომ იქიდან მხოლოდ წილია იუვესი და ადიდასის არის დანარჩენი, მაგრამ თქვენ ფიქრობთ რომ ადიდასი ამ ტრანსფერში ფულს არ ჩადებს? თქვენ ფიქრობთ რომ თუკი მართლა მიდის ამ თემაზე მოლაპარაკება ახლა ანიელი არ ელაპარაკება გერმანელებს რომ მომეცით ფული და კაცს რომელსაც მთელი ცხოვრება "ნაიკი" აცვია და მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი სპორტსმენია, აგერ ხვალ თქვენს ფორმას გადავაცმევ. ხვდებით ეს ადიდასისთვის რამხელა სახელია? 80 ევროზე 120 მილიონი არის მილიონნახევარი მაისური... თქვენ გჯერათ რომ მსოფლიოში 10 ჯერ და 20 ჯერ მეტი არ გაიყიდება ვიდრე მილიონახევარი მაისური რონალდოსი?
არც ის გამორიცხოთ ანიელიმ და მაროტამ გუნდში სიტუაცია რომ არ არიონ, დაუნიშნონ რონალდოს დავუშვად ხელფასი 10 მილიონი და დანარჩენი 20 ან 25 სხვა კომპანიან გადაუხადოს როგორც სპონსორმა. და ეგრე რამდენს უხდის იცი ანიელის კომპანიები? თქვენ ფიქრობთ რომ 4 მილიონიან ხელფასზე ზის დიბალა? 4 მილიონი აგერ საქართველოში ჩინოვნიკებს აღარ ყოფნით საცხოვრებლად. იქ ადიდასი უდებს რაღაც კონტრაქტებს, იქ ჯიპი, იქ ის იქ ეს. ჩვეულებრივი მოვლენაა.
ასე რომ რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, იუვესთვის ეს პირდაპირ მომგებიანი ოპერაციაა, რომლის ბოლოსაც პირდაპირ რომ დაითვლება გასავალი და შემოსავალი დარჩება დიდი პლიუსი.
რაც შეეხება სარეკლამო კუთხით და იუვეს პოპულარიზაციისთვის, მე მაგალითად ბუფონის დიდი სიყვარულის მიუხედავად ვერ ვუგულშემატკივრებ პსჟ-ს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ დიდი მეკარეა, მაინც იუვესთან ასოცირდება, ისევე როგორც ალექსი რომ გადასულიყო სხვაგან, ვერ ვუგულშემატკივრებდი ევროპაში. აი რაც შეეხება რონალდოს, ეს არის "ადამიანი – ორკესტრი" მას ყავს პირადი გულშემატკივრები რომლებიც რეალიდან ბარსაში რომ გადავიდეს ის ხალხი ბარსელონას გულშემატკივრები გახდებოდნენ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მანჩესტერის გულშემატკივრებმა შეიყვარეს რეალი, ასევე მოხდება ამ შემთხვევაშიც, ერთი ორად გაიზრდება იუვეს გულშემატკივრების რაოდენობა და პირველ რიგში უამრავი მოზარდი და თინეიჯერი გადმოვა რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ეყვარება ეს გუნდი. აი შეხედეთ, მე რომ იუვე შემიყვარდა მაშინ თამაშობდა დელ პიერო, ზიდანი, დავიდსი, ბობო ვიერი, რობერტო ბაჯო, რავანელი, კონტე, ვიალი, დეშამი, ინძაგი, ფერარა, ძამბროტა, ტრეზეგე, სალასი, ტურამი... მესმის რომ ეს სახელები დღეს, მესის და რონალდოს ეპოქაში სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ ვინც ვიცით 90 წლების იუვე დამეთანხმებით მაშინ ეს ხალხი (რა თქმა უნდა სხვებთან ერთად) ქმნიდნენ ამინდს ფეხბურთში და არ იყო არავინ მათზე ბევრად მეტი... შესაბამისად ამიტომ შევიყვარეთ ეს გუნდი, დღეს რომ ვიწყებდეთ ფეხბურთის ყურებას აირჩევდით იუვეს საგულშემატკივროდ? 100 დან რამდენი ბავშვი იტყვის დღეს იუვეს და არა დავუშვად რეალს ან ბარსას ან თუნდაც სიტის და პსჟ -ს? ხოდა რონალდოს თუ მოიყვანენ ხუთჯერ და ათჯერ მეტი იტყვის დამიჯერეთ! ამ მხრივ ეს ფული კიდევ იცოდეთ რომ გადახდილი იქნება გუნდის მომავალში პოპულარიზაციისთვის, თორემ დააკვირდით ვინც იმ 90 წლებს და 2000 ანების დასაწყისს არ არის მოსწრებული ვინ გამხდარა მილანის, ინტერის, იუვეს, ლაციოს, რომას გულშემატკივარი? თითქმის აღარავინ. ჯერ მარტო ისეთი ამბავია, სერია ა-მ უნდა მოგცეს ფული პოპულარიზაციისთვის.
ამას გარდა გუნდისთვის და ტრანსფერების გაადვილებისთვისაც უფრო კარგი იქნება დამიჯერეთ. სად ფეხბურთელს რომ ეუბნები, რომელსაც ამბიცია გააჩნია (იმიტომ რომ ხელფასით იუვე ვერ გაუწევს ხო კონკურენციას პრემიერლიგის გუნდებს, იქ დიბალას რომ ხელფასი აქვს შეუძლიათ ისეთ ფეხბურთელს მისცენ მთელ სეზონს რომ სათადარიგოთა სკამზე ატარებს) ტიტულების და პრიზების მოგების, წამოდი, რონალდოს გვერდით ითამაშებ და სად რომ ეუბნები მანჯუკიჩის მერე შენ იქნებიო... შეადარეთ აბა?! დაფიქრდით აბა რამდენი ფეხბურთელი ოცნებობს მესის და რონალდოს გვერდით თამაშზე? ის ახალგაზრდა ფეხბურთელიც ჩვეულებრივი გულშემატკივარია ვიღაცის... და ძალიან ძალიან ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა რომ უკვე ვარსკვლავია, გულში მაინც სხვას ბაძავს. სხვა თუ არაფერი ვარჯიშზე მოტივაცია მეტი აქვთ, მისაბაძიც მეტი აქვთ და განვითარებისთვისაც უკეთესი საშუალებაა. დავუშვად მოიზეს კინი, რონალდოს ყურებით რომ უფრო მეტს ისწავლის და უფრო დიდი გახდება ვიდრე უნდა გამოვიდეს ამაზე ორი აზრი არსებობს?
რაც შეეხება რონალდოს ფორმას და კონდიციებს, ყველამ წავიკითხეთ მგონი სტატია სადაც ჩაუტარეს გამოკვლევა და ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკი 24 წელია. ეს ხომ გამოგონილი არაა, ჩვენთანაც ტარდება ასეთი გამოკვლევები უამრავ საავადმყოფოში, მეც მაქვს გავლილი და 12 წლით მეტი მითხრეს რაც ვარ, იმდენი ვსვი და იმდენი ვწიე...

მესმის რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ კიდევ 10 წელი ითამაშებს, მაქს 2 სეზონი კიდევ ამ დონეზე, მაგრამ ცოტაა? იმის გათვალისწინებით რაც ზემოთ დავწერე რომ მისი არსებობა ჩვენთან საერთოდ ნული კი არა აქეთ მოიტანს შემოსავლებს. მე მთელი ცხოვრება და ახლაც შინაგანად მესიანი უფრო ვარ, რადგანაც არასდროს მომწონდა რონალდოს "ტრიპაჩული" გამოხტომები, მაგრამ აგერ ახლაც გამოჩნდა, მესი ჯიბეში ჩაისვა, და იცით რატომ? იმიტომ რომ პროფეისონალია და ბოლო წლებში ამან გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. გინდათ მენტალიტეტით, გინდათ ფიზიკურობით და გინდათ ფსიქოლოგიურად ყველანაირად გადაასწრო. სისწრაფე მოაკლდა? დარტყმის კულტურა? პასის კულტურა? გახსნის კულტურა? მომენტის გამოყენება?
იცით რომ წყლის გარდა არაფერს არ სვავს? ცნობილი ამბავია რომ წყლის გარდა არაფერი დაულევია წლებია! იცით რომ მთელი ცხოვრება სპეციალურ დიეტაზეა? ანჩელოტის ინტერვიუ გინახავთ რატომ გაშორდა ცოლი? ერთხელ ღამე ბაზაზე მივედიო 3 თუ 4 საათზეო და ვარჯიშობდაო, რომელი ქალი გაუძლებს ასეთ რეჟიმსო... იხუმრა კარლომ, ალბათ ამის გამო არ გაშორებია, მაგრამ ხომ არის ამაში სიმართლე რომ ტიპი სულ ვარჯიშობს...
მანჩესტერში იყო, მოიგო ლიგა, რეალში აგერ 4 ლიგა მოიგო. ფიქრობთ რომ იუვეში გადმოვა სიბერის გასატარებლად? ასეთი ამბიცია აქვს? მაშინ წავიდოდა ევროპიდან თუ ფული უნდა...
მოკლედ არ ვიცი, დიდად არ მჯერა რომ ანიელები ამას თავს მოაბამენ, მაგრამ თუ შეძლებენ, ეს იქნება ყველანაირად გამართლებული და წარმატებული სვლა რაც კი ბოლო წლებში უქნიათ!
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare