2000 წელს ჯგუფში გუნდი გავაპარტახეთ 4-1 სახლში 4-2 გასვლა და ნახევარფინალში ტიპებმა ბრახ და გამოგვაგდეს, ანუ ფსიქოლოგიურად რამხელაზე ახტნენ წარმოიდგინე ერთი თვე არ იყო შუალედი და გამოვვარდით, იგივე არი გასაკეთებელი პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა ეჯეროთ რომ გასვლა შეილება და რეალის დამარცხება შესაძლებელია. მაგას მოყვება მერე მომენტების რეალიზებაც და ყველაფერიც, ცივსისხლიანობაა საჭირო რა სხვა არაფერი არ გვიშველის.
რეალს ხარისხობრივად კარგი თამაში წელს მარტო ტურინში აქვს ნათამაშები დანარჩენი თამაშები ტიპებმა ისე მოიგეს იფიქრებდი რა უნდა ამ არეული გუნდის დამარცხებასო და ბევრი შეიყვანა მაგან შეცდომაში. ტიპებს შეილება თამაში არ წაუვიდეთ და მოიგონ, რაც მიუნხენში მოხდა, სტადიონზე რო გამოდიან 1-0 მიყავთ უკვე ანგარიში ნებისმიერთან, ადრე ბავარია არ იყო ეგეთი გუნდების სიაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენც იგივე დაგვემართა რაც ჩვენზე პატარა გუნდებს ჭირს. კი ღადაობენ გერმანულ სულზე და ეგეთ რამეებზე, მარა იმ ძველი თაობის გერმანელების უკანასკნელი მოჰიკანები წავიდნენ (შვაინა მაგალითად) და გადამწყვეტი თამაშები ყველგან ჩაიკუკა ბავარიამ ბოლო ფაზაში.
ორად ორი შანსი გვაქვს, ერთი მითიური - ტოტალიზატორი (რეალის გასვლაზე იყოს დადებული ბევრი ფსონი და აშენდნენ ჩვენი გასვლით), თუმცა ხავსზე სუსტია ეს ვარიანტი;
მეორე: ძაან ცუდი თამაში უნდა ჩაატაროს რეალმა, აი არაფერი არ უნდა გამოუვიდეთ და ჩვენ მაგარი თამაში უნდა ჩავატაროთ, თან გაგვიმართლოს ცოტა. გოლს გავიტანთ ეგ ნაღდია, მარა რამდენს გავუშვებთ ამაშია საქმე

ასე უიმედოდ ბარსასთან რო 3-0 წავაგეთ ნოუ კამპზე 2015-ში მაშინ არ ვყოფილვარ