ფბ-ზე 10დან 10 კომენტარში სულ ბარიგების დამცველებს და გადაგვარებულ-გათახსირებულ თაობას გაიძახიან

კარგად შეამზადეს ნახირი ამ 1-2 კვირის განმავლობაში.
8 ბარიგის გამო ასობით ახალგაზრდას რომ ავტომატიანი სპეცრაზმი შეუვარდა, (შევარდნაში მარტო შევარდნა კი არა მთელი მათი მეთოდების ბუკეტი იგულისხმება) მაგას ერთეულებიც არ წერენ:დ
ზოგადად მაგ აქციას ვინც ბარიგების დაცვად აღიქვამს, აზროვნების პრობლემა აქვს ჩემი გადმოსახედიდან.
ამასობაში კი დღე გავიდა და ქალაქის მერს, რომელიც ღამის ცხოვრების განვითარებაზე ამდენს საუბრობდა, ენა აქვს ჩავარდნილი

პ.ს ბასიანში არ ვარ საერთოდ ნამყოფი და ზოგადად ღამის კლუბები არ მიყვარს.
მაგრამ შეიძლება ითქვას მაგ სპეცრაზმის შევარდნაზე მეტად "საზოგადოების" რეაქციამ გამაღიზიანა.
ფბ კომენტარებზე რწყევა მინდება...
ბიჭო ახალგაზრდების ტანკებით დარბევას  ითხოვს ხალხი...
ქართველები ითხოვენ.
მერე 9 აპრილი უნდა გამიკვირდეს?
წყლის ჭავლიანი მანქანების მობილიზება მოხდაო და ყველაზე ხშირად განმეორებადი კომენტარი იყო, ბენზინი გადაასხითო...
არ ვიცი რა ძმაო არ ვიცი ეს რა ქვეყანაა და რა ხალხი. 
This post has been edited by Nicolas_ on 12 May 2018, 18:23