შეგვიძლია შევაჯამოთ სეზონი: ზაფხულში დახარჯული 230 მილიონი ევრო და მიუღწეველი მიზანი - ანუ, სეზონი ჩაგდებულია
გუნდის ერთადერთი მიზანი იყო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, რაც ვერ შესრულდა
რა არის ამის მიზეზი? - მე 2 ძირითად მიზეზს მოვიყვან
1. ვინჩენცო მონტელა მწვრთნელად - როდესაც ტრანსფერებში 230 მილიონ ევროს ხარჯავ, ამ გუნდს კარგი მწვრთნელიც უნდა ჩაუყენო სათავეში. მონტელა, რომელიც ყველგან ლუზერი იყო, აბსოლუტურად ყველგან, რაღა მაინც და მაინც მილანში გაისვრიდა? - მონტელა დატოვეს მაშინ, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად ჭირდებოდა ახალი სისხლი არა მარტო მოედანზე, სამწვრთნელო სკამზეც
2. მაღალი დონის ცენტრფორვარდი - როდესაც 230 მილიონ ევროს ხარჯავ, ცოტაც უნდა გაიჭირვო და უმაღლესი დონის ცენტრფორვარდი დაიმატო. ნიკოლა კალინიჩში 40 მილიონის გადახდა არის აბსურდი, რადგან კალინიჩი სუსტი ფორვარდია. კალინიჩის მოყვანა და მასზე უკეთესი ბაკას გაშვება და ამ კომბინაციაში ფინანსური წაგება, არის დიდი შეცდომა. მოკლედ, ექსტრა კლასის ცენტრფორვარდის არ მოყვანა იყო მეორე დიდი შეცდომა - გუნდი დარჩა კუტრონეს იმედად
თავიდანვე კარგი მწვრთნელი რომ ყოლოდა გუნდს და პლუს ერთი კარგი, 20 გოლის გამტანი ფორვარდი, დღეს გუნდი 4-ეულში იქნებოდა
სხვა მიზანი ამ სეზონში არც ქონია მილანს და ვერც ექნებოდა - 8 და 9 ახალი ფეხბურთელით პირველივე სეზონში ჩემპიონი ვერ გახდები / ეს ისედაც იასნი იყო
პ.ს.
დონარუმას გაშვება ჩაგდებული თამაშის გამო და გახრწნილების ასაკს მიახლოებულ რეინაზე აქცენტის გაკეთება არის იდიოტობა
ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მომავალ სეზონში ევროპალიგის ფინალი ბაქოშია და ერთიც ცადონ ჰა ამ ტურნირის მოგება - აქვეა და ბილეთზე ჩალიჩიც შეიძლება
და ბოლოს, ერთი მაგარი ფოტო - იტალიის თასის ფინალის შემდეგ გადაღებული: კურვა ლიდერი და კაპიტანი
This post has been edited by papaani on 10 May 2018, 19:14
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)