ჯერ ეს ერთი მალდინის. მალდინ არ არის გვარად.
მერე, მალდინი ჭკვიანი კაცია და გარანტიებს ითხოვს, მაგისი სახელი რომ ტალახში არ ამოისვაროს.
მილანის სიმბოლოა კაცი.
გასაგებია, რომ ფინანსებში საერთოდ არანაირად არ ხარ გარკვეული, მაგრამ ვიღაც ###მ რაღაც გითხრას და იმას გაყვე მარტო ნათქვამზე, ისე რო შეხვედრასაც არ კადრულობდეს მაგარი უჭკუობა იქნებოდა.
მერე კიდე, რა მალდინი გყავდეს კარგად, შენ იყავი კარგად

))
მერე კიდევ, ეს ჭორი არ არის.
იმდენი რისკი იყო ამ სასესხო შეთანხმებაში, რომ რავი...
ჯერ ეს ერთი, ელიოტ მენეჯმენტი ე.წ. Vulture Fund არის. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციას დებს ისეთ კომპანიებში, რომლებიც განწირულები არიან ფაქტიურად (დიდი შანსია) და დიდი ალბათობით ვერ გადაიხდიან ამ სესხს უკან. სამაგიეროდ, სესხის მიუღებლობის გამო, ვინაიდან კრედიტორი უნდა იქნას გასტუმრებული პირველად, ელიოტს ენიჭება უპირატესობა და იღებს კომპანიის აქციებს. სავარაუდოდ ესეთი გათვლაც ჰქონდათ, რომ ბოლოს კომპანიის აქციებს ჩაიგდებდნენ ხელში და უნდოდათ კიდეც. ამერიკელები ინვესტიციას ტყუილუბრალოდ არ აკეთებენ და მაგათთვის ცნება "სპორტი" მოგების გარეშე არაფერია.
მერე მეორე, უკვე ჩინელებს რაც შეეხება: ამდენი ხანი რომ ცდილობდა გუნდი გაყიდულიყო, ვიღაც ###მ გამოთქვა სურვილი და ეგრევე მიეყიდა. ნორმალურია ეს? ამ ლის არანაირი ფული არ უჭირავს. თავიდან იგეგმებოდა, რომ რამდენიმე ჩინელი ინვესტორი იქნებოდა და შექმნიდნენ კონსორციუმს (გაერთიანდებოდნენ) და მოახდენდნენ ინვესტირებას მილანში. სხვებმა გადაიფიქრეს და ამ ვიღაც მაჩანჩალამ იმათი ნაჩალიჩარით მიიღო მილანი, ოღონდ ისე, რომ ფული საერთოდ არ გადაუხდია. აიღო სესხი და თქვა რო გადავიხდიო. აი ისეთი როჟაა, საქართველოში ბანკი რო არ მომესახურებოდა და მიკროსაფინანსოდან მოუწევდა ჩალიჩი. ეგრე გამოდის, ოღონდ დიდ არენაზე.
მესამე, ფასონეს და მირაბელის რაც შეეხება. სხვათა შორის, მირაბელისთან პრეტენზიები არ მაქვს, განსაკუთრებით მომეწონა რაიოლას წინააღმდეგ რომ აიმაღლა ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში დიპლომატიაა საჭირო, მაინც იმდენად არ მევასება აგენტების ინსტიტუტი ზოგადად, რომ ვეთანხმები მირაბელის. ტრანსფერები უშუალოდ მაგისი გადაწყვეტილია თუ არა არ ვიცი, მაგრამ მგონი ერთად წყვეტდნენ ეგ და ფასონე და მაგაში არ ვეთანხმები... ეგ ძალიან დიდი კრიტიკის მიზეზია. ვინც ტრანსფერები განახორციელა, ის არის დებილი. ამ კალიბრის ხალხი გალიანის უფულოდ მოყავდა, ვიმეორებ. ფასონეს იდეაში ფინანსური სტაბილურობის გეგმის შემუშავება ევალებოდა და ეგ კი არა, აგერ უეფასთან რო რამე კონსტრუქციული ექნა ისიც კი ვერ მოახერხა. ნამდვილად არის გასაკრიტიკებელი ეგ კაცი, რომელსაც მგონი ფეხბურთი არ ესმის საერთოდ.
ტრანსფერები ცალკე თემაა და მაგისი ხელახალი განხილვა შორს წაგვიყვანს, ფაქტია, გეგმები და მოქმედებები ერთი მიმართულებით არ იყო განხორციელებული. ამათ უნდოდათ შედეგი ეხლავე და მოიყვანეს ანდრე სილვა... ყველა სხვა ტრანსფერს რომ თავი დავანებოთ.