მოდი მაშინ ბოლომდე გადავასხათ იუვენტინოებს ცივი წყალი და დავწეროთ თანამიმდევრობით ყველა ის მიზეზი, რომელიც ქვეცნობიერად თავადაც იციან მაგრამ ზეცნობიერად თვალს იბრმავებენ:
1. იკარდიზე მსგავსი აბსურდული ბლეფის შემოგდება ცოტა ხნის წინ. ამაზე იხილეთ ამავე გვერდზე ჩემი წინის-წინა პოსტი. ანუ ტიპები აშკარა "წმინდა წყლის" ბლეფში არიან შემჩნეული სულ ცოტა ხნის წინ. ყველა გუნდი ამას არ შვრება. იუვენტუსს კი ხელწერად აზის უკვე.
2. ლუჩიანო მოჯ(ვ)ისგან მომდინარე ინფო. ამაზეც ზემოთ დავწერე და სისრულისთვის ვწერ ამ ჩამონათვალშიც. ამ დედა#####ული "კაცის" პირიდან რო ამოვიდა ეს ინფო პირველად, ბევრ რამეზე მეტყველებს.
3. იუვენტუსი არ არის და არც არასოდეს ყოფილა ესეთი high profile ტრანსფერების გამკეთებელი. ბერლუსკონის მილანს შეიძლება ექნა. მორატის ინტერსაც. ანიელების იუვენტუსი ასეთებს არ შვრება.
4. 30 ლიმონის ხელფასად მიცემა კიდევ უფრო აბსურდია. არა იმიტომ რომ არ იმსახურებს, ან იუვეს ფული არ აქვს. არა ბრატცი. იმიტომ, რომ არსებულ სიტუაციაში ეს იქნება არათანმიმდევრული და დამაზიანებელი. რა უნდა ქნას მერე დიბალამ? ბაზარი არაა რონალდოს ეხლა არ დაეჭიდება მაგრამ ზღვარსაც ხომ გააჩნია არა? ამან 33 წლის სტარიკმა ერთ თვეში აიღოს დიბალას 6 თვის და ბარეორის მთელი წლის ხელფასი, ძაან უსიამოვნო ფაქტი იქნება გუნდისთვის. ამას არ იზამს იუვე.
5. რეალი 100 მილიონად რომ რონალდოს გაყიდის, იმ მარკეტზე სადაც მილინკოვიჩ სავიჩები ღირს 150 არის სასაცილო. საერთოდ ნორმალური გუნდი ასეთ ლეგენდას კარიერას თავისთან დაასრულებინებდა, თუმცა რაულის მერე არაფერი უნდა გაგიკვირდეს კაცს. მაინც უდიდესი ###ობა მგონია რეალმა რონალდო გაყიდოს მითუმეტეს დაღმასვლის არაფერი ეტყობა ჯერ კიბორგია ტიპი. და თუ იზამს ამას 100 მილიონად არა და ეხლა არა. 100 მილიონს ჩინელები 38 წლის რონალდოში გადაიხდიან, ანუ დღეიდან 5 წლის მერე! ლიჟბი სიარული შეეძლოს მაგ დროს ჩინელებს მეტი არ უნდათ.
6. თუ რონალდო მაინც ატყდა წასასვლელად, ერთი 7-8 გუნდი მაინც არის იუვენტუსამდე რომელსაც მეტი შანსი ექნება. რაო, მარტო ტურინში ვიცითო რომ როლანდა ოქროს რგოლებს ჯვამს და მოედანს გარეთ მეტი პროფიტი მოაქვსო? იუვეზე 5ჯერ სქელი ჯიბით რო მოძრაობენ იმ ინგლისურ გუნდებს რას უშვებით? მოუს არ უნდა თავისი თანამემამულე კარიერის ბოლოს? სიტი და ჩელსი იუვეზე ნაკლებს დაბიდავს? პესეჟე ძაღლს და ღორს ყიდულობს და როლანდას შანსი თუ მიეცემა იუვენტუსს ვერ გადაურტყამს სტავკას? აი როგორ გგონიათ იუვემ 200-250 ლიმონი გაიღოს (როგორც აქ დათვალეს ხელფასიანად) და ამ დროს პესეჟეები მანჩესტერები და მსგავსნი თვალს დახუჭავენ?
7. თვითონ რონალდოს პერსპექტივიდან... თუ კაცს თამაში უნდა, იმ კლუბში რატომ მივა რომელსაც ლოკალური ჩემპი სასტიკად გატრუხებული აქვს, ანუ ვერაფერს გულისგასახარს ლიგის გარდა ვერ დადებს და ლიგას კიდე თვითონვე რო დედა #####ნა იმ გუნდთან რატო ეცდება რო დადოს? აი იუვენტუსი თუნდაც რონალდოთი ტოპ 5 ფავორიტში იქნება ლიგაზე? რატო არ წავა იქ, სადაც ყველაზე მეტად დუღს ფეხბურთი (ინგლისი), ან სადაც ყველაზე ამბიციური ახალი პროექტი კეთდება (პსჟ), ან თუ ფული უნდა, ჩინელები ეზეკილ ლავეციებში იხდიან ბიჭო 30-40 მილიონს! როლანდას 100 ლიმონს წლიურს ისე ჩაახუტებენ როგორც არაფერი! და ეს ადგება და იტყვის - არა იუვეს ლიგა უნდა დავადებინოო და 30 მილიონზე დათანხმდება? თქვენ თავად გჯერათ საკუთარი თავის??
- ლონდონზე და პარიზზე უარს იტყვის, და სოფელში წავა ბურთის საგორაოდ?
- 100 მილიონზე უარს იტყვის და 30ზე წავა თან დაღმასვლადაწყებულ იუვეში?
- პრემიერლიგაზე უარს იტყვის და დაქცეულ კალჩოში წავა თან იმ გუნდში რომელსაც კალჩოს მოგებაზე გული ერევა?
- ზედიზედ სამი ლიგის მოგების მერე იმ გუნდში წავა საიდანაც ბუფონი გარბის ზუსტად ლიგის მოსაგებად?
- იუვენტუსი ჩავა ისეთ სტავკას ან სატრანსფეროს ან სახელფასოს, რომელსაც მანჩესტერი, სიტი, ჩელსი, ლივერი, პესეჟე და 25 ჩინური გუნდი ვერ გადაფარავს? ბაიერნები და არსენალები არც ვახსენე.
- რეალს საუკუნის ფეხბურთელის გაყიდვა უნდოდეს და 100 მილიონში მოიშორებს, როცა მინიმუმ ორი ამდენის აღება შეუძლია თავისუფლად? არ დაგავიწყდეთ, მინიმუმ 2 წელი რონალდო კიდევ მგელი იქნება, მაგის ასაკმა არ მოგატყუოთ. "მოსაშორებელი" ფასია 100 ლიმონი მაგისთვის და ჯერ რო მინ. 2 წელი კიდე ეგ "მოსაშორებელ" კონდიციაში არ იქნება, ამას როგორ ვერ ხედავთ ტო?
აი ერთი მიზეზი დაწერეთ, ან იუვენტუსის გადასახედიდან, ან რეალის, ან რონალდოს, ან ბაზრის (ანუ სხვა გუნდების), ის რაზეც საუბრობთ თუნდაც ერთი რომელიმე რაკურსით ლოგიკური ჩანს?
რახანც მოჯ(ვ)იმ მოჯვა? lol.gif მოჯ(ვ)იმ იმიტომ მოჯვა ეს ზღაპარი რომ აქ აჟიტირებულებს გეკაკუნათ, და არამარტო აქ - მთელს მსოფლიოში. დაიწერა კიდეც - აქციების ფასიც კი გაიზარდა! თან ისე რომ არანაირი ოფიციალური წყაროსმაგვარიც კი არ არსებობს, ყველა "წყარო" გადის მოჯ(ვ)ის მიწითასავსებ პირზე.
ეს გამოცდილი უძველესი მეთოდია - ყველაზე დისკრედიტირებულ მაგრამ ოდიოზურ ფიგურას (მაგალითად პოლიტიკაში) გააჟღერებინებენ იმას რისი გაჟღერებაც თავად "ცოტა ეხამუშებათ". მაგალითად გუგული მაღრაძის ინიციატივა სიგარეტის აკრძალვაზე და კვიციანისმაგვარების ინიციატივები რელიგიური კანონების შემოღებაზე. ფიქრობთ თავად მოაფიქრდათ? no.gif ჩასაწვეთებელი იყო ეგ თემები და ჩააწვეთებინეს შესაბამის ტიოებს. მერე მასის ბუყბუყი თავისას შვრება ინერციით. ასე "შემოაგდეს" დისკრედიტირებული მოჯ(ვ)ის პირით ის საკენკი, რომ ვითომ იუვე ევროპული სუპერგრანდების კალიბრში გადის თუნდაც ფინანსურად.
აქ კიდე ცვდება და ცვდება კლავიატურები იმაზე კაკუნით რომ ზეციური კალჩო გაბრწყინდება და კამათი მიდის ვინ დაარტყას ჯარიმა, კიბორგლეგენდამ თუ ვინმე პიანიჩმა.
აქ რონალდოს მაგივრად მარსელოს ჩაწერს დავიდ ექსი და დაწერს მალე პოსტს