ისე, თუ ატყობთ ტრაკისკენ რომ მიდის საქმე ?
გვიბერდება შემადგენლობა და არც ჩამნაცვლებლები არიან საუკეთესოები. ერთი კოუ მაძლევს იმედს, დანარჩენზე რა ვთქვა

უმტიტი კი ძალიან მაგარია, მარა დე ლიხტი იქნება მომავალში N1 მცველი
დემბელეც დიდი ტალანტია, მაგრამ მბაპე ბევრად დიდია, ბეეევრად
პიკე, ბუსკეცი, რაკიტიჩი, ლუისიტო, მესი, პაულინიო, ალბა. ესენი ძველი გვარდიაა. ახალგაზრდებიდან დენისი, რაფინია, გომეში, დინიე, პაკო იმენა მოჭრილი ###ები. ამ მინასგან და სემედოსგან კიდე შეიძლება სალამურის გამოთლა, არ ვიცი

ეხლა ესენი კი გაიყიდება ზოგი, მარა გუნდში ყრიან ჯერაც
ხოდა, იმას ვამბობდი, რო მგონი სიტის და პსჟ-ს ეპოქა მოდის. შემადგენლობით და პერსპექტივით ჩვენზე ბევრად კარგი მდგომარეობა აქვთ და იმის შანსიც ნაკლებია ვინმემ მაგათ ხალხი წაართვას, თვითონ თუ არ გაუშვეს. არც ფული უჭირთ და არც გამოსასყიდი უწერიათ რომელიმეს, რომ ადგე და წამოიყვანო.
არ ვიცი, არ ვიცი.
მომავალი არ ჩანს კარგი ფერების.
ისევ ლა მასიელები თუ ივარგებენ, თორე ესენი არავის მომყვანები არ არიან წესიერის. 28+ ხალხს დასდევენ და მილანზე უარესი დაგვემართება. იქ ჩემპიონატის დონეც დაეცა და აქ რომ მოვსუსტდეთ ხო გადაგვყლაპავს სევილია და ატლეტიკო
ეგებ გამოვიდეს პუიგისგან და სიმონსისგან რამე. ან ეს ფრენკი დე იონგი იყიდონ ეგებ. იმედია, რომელიმე პოზიციაზე მაინც გვეყოლება საუკეთესო. კი არ მაქვს დიდი იმედი, მარა მაინც
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)