ვახ გაგიჟება შეიძლება რა

ვილიანზე გაუკეთებიათ 50 მილიონიანი ბიდი და ნახუიზე გაგვიშვა ჩელსიმ. 80 ლიმონს ფეხს არ უცვლიან. ვიღაცას მაგრად შეტკივა გული ბარსაზე ჩელსიში რო არ გვატნევენ "იაფად"

30 წლის ხდება ეს ვილიანი აგვისტოში. მაქსიმუმ ორი სეზონი იყოს კიდე ამ სისწრაფეზე. ხოდა არ გამორიცხოთ რო მართლა გაისროლონ ამხელა ფული. და ამ ფულში თავისუფლად იყიდიან ფრენკის და დე ლიხტს. ჩაუთვლიან აიაქსს 80 მილიონს და ერთი წლით დაუტოვებენ თან, მარა არ არიან ამის გამკეთებლები.
არა განა ვილიანს ვერჩი რამეს. არაფერს. ესე ცალკე რო აიღო ძაან კაი მოთამაშეა, დააყენებ და ირბენს მოშნად, შეცვლიდან შემოვა და გაგიმწვავებს შეტევებს. თან ბრაზილიელია და ლა ლიგაში კარგად ააწყობს, მარა კონტექსტიდან გამომდინარე არ არის სწორი ამის მოყვანა რა. გუნდში რო გვყავდეს ეხლა ძაან კაი იქნებოდა. მარა არ გვყავს. შვიდი წლით დააგვიანეს ტრანსფერი

ცენტრია მისახედი და ვილიანში გასასროლი 50 ან 80

მილიონი არ გვაქვს ეხლა ნაღდად. უფასოდ რო მოდიოდეს ან 20 ლიმონის ფარგლებში გაასწორებდა.
რაბიოზე იწერება, შეიძლება მოვიდეს. არ გამორიცხოთ.
გომეში უნდა არსენალს. ვნახოთ რა იქნება. რაფინიას ვერ ვასუცარებთ მემგონი, არადა ინტერის ფანები ითხოვენ გამოსყიდვას. თუ არ გამოვიდა ერთი ინვალიდით მეტი იქნება გუნდში.
მინაზე არი ორი ოფერი. 24 მილიონიანი ევერტონიდან გამოსყიდვია უფლებით და 30 მილიონიანი გალათასარაიდან. თვითონ მინას არ უნდა წასვლა. ნუ ან რას მოყავდათ ან რას უშვებენ. თან ასეთი მუნდიალის მერე. არ ვიცი, იმედია დატოვებენ. კოუს ცოლზე ვართ დამოკიდებული აქ. იმედია გამოუვა პასპორტის ამბავი. დაველოდოთ.
არტურს 6 წლიან კონტრაქტს ვუფორმებთ. ძაან მაინტერესებს ვინაა ასეთი. ამ კვირაში იქნება პრეზენტაციაო და არ ვიცი. შეიძლება იმ კვირაში ჩაატარონ, ამ დაყლეებულებს რას გაუგებ.
ლენგლეს არ უშვებს ცოცხალი თავით სევილია. არ გავყიდითო. ამათ უნდოდათ ფულზე მოლაპარაკება და არაო. ან გადაიხადეთ გამოსასყიდი ან დაგვანებეთ თავიო. გადახდას აპირებენ. პირადი დეტალები შეთანხმებულია უკვეო. მეტს არ ამბობენ არაფერს.
პაულინიო უნდა იუვენტუსს 40 მილიონად. იმედია არ გაუშვებენ პაულინიოს. ძაან შემაყვარა თავი. სასწაული კაცია ძალიან უცნაური ცხოვრებით და ბარსასთვის არადამახსიათებელი ყისმათით. უეჭველი უნდა დატოვონ რა. არ გვაქვს იმის ფუფუნება პაულინიო გავუშვათ. ნებისმიერ დროს ხუთიანზე შეასრულებს მწვრთნელის დავალებას და გოლსაც გაიტანს მოულოდნელად. გვჭირდება მოკლედ.
ხო მეტი რა ? არც არაფერი. ესაა და ეს

პუიგის იმედი მაქვს. იკაცოს, ითამაშოს როგორც იცის და წელსვე მოუწევს პირველ გუნდში თამაში. 13 აგვისტოს ხდება 19 წლის. კაი ასაკშია კაროჩე. მიაჩვიონ აქედანვე დიდ გუნდს.
მიმაგრებული სურათი