#52878846 · 9 Jun 2018, 20:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ყველაზე სტაჟიანი გულშემატკივარი, მოკლედ ვიტყვი.
1970 მექსიკა შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო ბრაზილია და, ასევე, ყველა დროის საუკეთესო ინგლისი. ბრწყინვალე გერმანია. ბრაზილიელთა შემტევები პელე, ჟაირზინიო, ტოსტაო, რიველინო და ფლეიმეიქერი გერსონი- არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობდნენ. საუკეთესო მატჩები. ნახევარფინალი იტალია-გერმანია 4:3, ბრაზილია-ინგლისი (ჯგუფში) 1:0. გახსნის მატჩში, მექსიკა- საბჭოთა კავშირი, ორი ქართველი შევიდა ფეხბურთის ისტორიაში. ამ ჩემპიონატში პირველად შემოიღეს ბარათები და შეცვლა (მანამდე არ იყო), ხოდა კახი ასათიანმა პირველმა მიიღო ყვითელი ბარათი, გივი ნოდია კი პირველად შეცვალეს. მურთაზ ხურცილავა და სლავა მეტრეველიც იყვნენ მექსიკაში, ისევე როგორც მოსკოვში მოთამაშე ანზორ კავაზაშვილი. კიდევ მახსოვს პერუელი კუბილასი, იტალიელები რივა და რივერა, გერმანელები ბეკენბაუერი და გოლებზე დაგეშილი გერდ მიულერი. ანტიგმირი- ინგლისელთა სათადარიგო მეკარე ბონეტი, რომელმაც ტრავმირებული გორდონ ბენქსის ადგილი დაიკავა გერმანელების წინააღმდეგ მეოთხედფინალში და, მას შემდეგ რაც ინგლისი იგებდა, ორი კურიოზულიო გოლი გაუშვა. საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემის აზრით. ედსონ არანტეს დო ნასიმენტო- ფეხბურთის მეფე. (გაგრძელება იქნება)
--------------------
Why Not?!
So far..so good:)
მთლად გამობიძინდა ერი!
|