თან ულაპარაკოდ, არა?

ან მესიზე რომ ამბობ ჰეფი ენდები ჰქონდა მთელი ცხოვრებაო (ალბათ გულისხმობ რონალდოსგან განსხვავებითო),
ხუმრობ თუ როგორაა საქმე?

კარიერის პირველი ნაწილი მესის ჰეფი ენდები იყო, კარიერის მეორე ნაწილი, ბოლო 4-5 წელი რონალდოს ჰეფი ენდებია
და ეგ ჰეფი ენდი უფრო გამოკვეთილი ყოველთვის რონალდოს შემთხვევაში იყო, მაგალითად:
1. აიღე ლიგის პირველი ფინალი, გამაზული პენალტი და ჰეფი ენდი (ტერის აყლისთავება) (ძირითადში მან შეაგდო მაგრამ ჰეფი ენდი არ იცვლება :დ),
2. აიღე მეორე ლიგის ფინალი, ჩაჯმული პერფორმანსი და ჰეფი ენდი (რამოსი-ბეილი-დიმარია, ამის უმნიშვნელო პენალტი გახდილი მაიკა კუნთები და ჰაიჰუი),
3. აიღე მესამე ლიგის ფინალი, არაფრით გამორჩეული პერფორმანსი და ჰეფი ენდი (გრიზმანის გამაზული პენალტი, პენალტებში მოგება, გადამწყვეტი პენალტი, გახდილი მაიკა კუნთები და ჰაიჰუი),
4. მეოთხე ლიგის ფინალზე ხელები ამიწევია, ტოპ დონე დაიდო,
5. აიღე მეხუთე ლიგის ფინალი, არაფრით გამორჩეული პერფორმანსი და ჰეფი ენდი(ბეილი-კარიუსი),
6. აიღე ევროს ფინალი, საერთოდ არ უთამაშია და ჰეფი ენდი (ჯგუფში მესამე ადგილი, ძირითადად ფრეები და ფინალში ედერი)
ესაა რონალდოს 6 მთავარი გამარჯვება კარიერაში, 6 უმთავრესი ფინალი, სადაც ხუთში ჰეფი ენდების კასკადი დაუჯდა :დ
ახლა რეალის ფანები ნუ გამომიხტებით ამ ჰეფი ენდებზე, თქვენი ჭირიმე, მაგ ფინალებამდე მისასვლელ გზაში რონალდო იყო ყოველთვის ნ1 და დამსახურების წილიც ყოველთვის ყველაზე მეტი ჰქონდა, აქვს და ექნება. უბრალდო ჰეფი ენდებს მოყვა ეს ყველაფერი

ჰოდა დავით, ასეთი ჰეფი ენდები ჰქონია მესის ?

პირიქით, დრამა დრამაზე იდგმებოდა მესის ფინალებში : (
რონალდო რო საკმაოდ იღბლიანია მაგაზე თუ ვინმე იკამათებდა ნაღდად არ მეგონა ))
და იღბალს თუ ოდესმე მესი-რონალდოს კამათში მესის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ არც ეგ ;დ
მეორე გვერდზე რაც დაწერე აბსოლუტურად გეთანხმები,
ფაქტია, მარტო რონალდო და მარტო მესი ვერ უწევენ წინააღმდეგობას
ჩავიესტაბუსკეტსიან მესის ან კროოსმოდრიჩკაზემიროიან რონალდოს .
კარიერის პირველ ნაწილში მესის გაუმართლა გუნდში + დაემთხვა სრული ბარდაგი რეალში,
კარიერის მეორე ნაწილში რონალდოს გაუმართლა გუნდში + დაემთხვა სრული ბარდაგი ბარსაში(მინუს MSN-ის პირველი წელი).
არასდროს მიყვარდა ამ ნიჭებზე და მონდომებებზე საუბარი,
უბრალოდ სასაცილოა ვინმეს თუ ჰგონია მესი მარტო ნიჭია და რონალდო მარტო შრომა,
ორივეს ძალიან ბევრი უშრომია თავისი კარიერის მანძილზე და უდიდესი ნიჭიც ჰქონია .
რა შრომასაც დებენ ისინი თავისი თავის განვითარებაში, შეგიძლიათ ნახოთ მათი კარიერული ტრანსფორმაციებით, სათამაშო კომპონენტების დახვეწით და ა.შ.
უბრალოდ, ერთი მომენტია, როდესაც ლამის დეკადის მანძილზე არავინ კამათობს შენზე, რომ პელე-მარადონასთან ბურთაობ,
და უბრალო მოკვდავები ახლოსაც ვერ გიახლოვდებიან, რონალდოც კი არ განიხილება(გვახსოვს იმ პერიოდში მაინდას და 1-2ის გარდა რონალდო ჯობია-ს დაწერაც კი უტყდებოდათ მადრიდისტებს

), ეს ყველაფერი გინდა არ გინდა მოქმედებს ფსიქოლოგიაზე და განწყობებზე.
პირველი შედარებით დუნდება, მეორე კიდევ გამწარებული-გაბრაზებული თამაშობს,
თან ამას ემატება რო საშინელი ინტროვერტია მესი, ხოლო რონალდო ეგოცენტრიკი და ექსტრავერტი.
ახლა დროა მესიც ისე გაბრაზდეს, როგორც რონალდო ბრაზდებოდა წლების წინ, კია გაბრაზებული მარა მოედანზე არ ეტყობა ჯერ-ჯერობით

აქვე, არ ვკამათობ რონალდო VS მესი, რომელი ჯობია და ა.შ, ადრე იმასაც კი არ განვიხილავდი რო ეს პერიოდი მხოლოდ მესის ეპოქად შემორჩებოდა, მაგრამ შემაცვლევინა აზრი რონალდომ, უდიდესი კაცია და ნამდვილად გაუთანაბრდა მიღწევებით, რაღაცებში აჯობა კიდეც.
მაგრამ ეს ჯამ-ჭურჭელი და ინდ. ტიტულები მომავალმა თაობებმა ითვალონ, ლაივში რომ არ ექნებათ ამ ორის თამაში,
მე მოედანზე ვხედავ ვინ რას აკეთებს და მაგით შევაფასებ ვინ უკეთესი ფეხბურთელია.
(ახლა რეალის ფანები დამიწერენ, ადრე როცა მესი სჯობდა მიღწევებით, ხო გაინტერესებდაო, არა მეგობრებო :დ
უბრალოდ აბეზარი ოპონენტების მოშორების მარტივი გზაა იმ ოქროს ბურთების და ტიტულების წერა,
აი დაახლოებით ისეთი, თქვენ რო წერთ ხოლმე 13-ს და 33-ს :დ )