ბიჭო, დაუჯერებელი ამბავია. დღესაც ეჭვი მეპარება მარა ფაქტები ემთხვევა დედა #####ული
აკადემიაში ვარ, პირველი კურსზე მგონი და გეგმარების ლექცია გვაქვს. ლექტორი გვაყვდა, თამრიკო, ვაფშე გაგნებაში არაა სპორტის
ხოდა ვიღაცა ბეკენბაუერი ახსენა, რატო არ ვიცი. ტოისწ, მე ვახსენე, ვიღაცამ ახსენა გერმანული ფეხბურთის ვარსვკავებიო და ბეკენბაუერზე მაგარი არ ყოლიათთქო
ხოდა მომიტრიალდა ეს თამრიკო და იცი ბეკენაბუერი ტარიელ ქუთათელაძის შვილი როაო ?
ტარიელ ქუთათელაძე იყო სამხატვრო აკადემიის დამაარსებლის, აპოლონის შვილი
შარშან წინ გარდაიცვალა თუ შარშან, არ მახსოვს
ხოდა, გამოვყლევდი, მეთქი მეღადავებათქო. გამეცინა. ხოდა გამიგრძელა სრული სერიოზულობით ლაპარაკი
მართლა ეგრეა, ნუ იცინო
რას ნიშნავს კაცო ტარიელის შვილია ფრანც ბეკენბაუერითქო
ხოდა მოყვა ეს ამბავი
კაროჩე, ეს ტარიელ ქუთათელაძე მეორე მსოფლიო ომისას ჩავარდნილა ტყვედ გერმანელებს. ხოდა მაგარი ###ზე ეკიდა ტიპს ეს ომი, ძალით ყავდათ წაყვანილი და გერმანული იცოდა პახოდუ და თარჯიმანი ვიქნებიო უთხრა ნემცებს. ხოდა ნუ არ დაუჭერიათ, ჩვეულებრივად ცხოვრობდა გერმანიაში და მთარგმნელად მუშაობდა პახოდუ. რას ათარგმნინებდნენ არ ვიცი, ალბათ დაზვერვის დოკუმენტებს ან რამე ეგეთს.
ვიღაც ქალი გაუცნია, ერთად იყვნენ ის წლები თურმე.
ხოდა ნუ მოიგო სუსურუკუმ და მოკავშირეებმა ეგ ომი და დაიჭირეს შენი ტარიელი და გააქანეს ციმბირში, იქ იჯდა წლები. მერე გამოუშვეს.
ხოდა ნუ ეს ქალი, ვისაც ხვდებოდა ის წლები, იყო ბეკენბაუერის დედა

ემთხვევა წლები და ყველაფერი ვაფშე და სახეზეც მაგრად გავს ეს ჩემისა
ფეხმძიმედ დარჩა მოკლედ ეს ქალი და ვიღაც კაცს გაყვა და ის იყო გვარად ბეკენბაუერი
ეხლა რამდენად მართალია ეს არ ვიცი, მარა ეს აზრი მუსირებს სამხატვრო აკადემიაში, პროფესორებში