აზარი არის მეოთხე მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც მოიგო 40-ზე მეტი ორთაბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე და თითქმის 70% წარმატებით. თუმცა თამაშების რაოდენობის მიხედვით მარტო ბეკენბაუერს დავუყენებთ გვერდით.
მარადონას 122 ჰქონდა 7 თამაშში, მაგრამ "მხოლოდ" 62%-იანი წარმატებით.
კრუიფს 50%-იანი ჰქონდა, იმან 77 ორთაბრძოლა მოიგო. კემპესმა და ანდერსონმა 84 ორთაბრძოლა მოიგეს, მაგრამ 55% და 57% წარმატებით.
აზარს აქვს 5 თამაშში 67 ორთაბრძოლა მოგებული 70%-იანი წარმატებით.
მსგავსი შედეგი აქვს მხოლოდ ბენეკბაუერს, როცა 1966-ში 58 ორთაბრძოლა მოიგო 70.7%-იანი წარმატებით.

ბეკენბაუერმაც მაშინ 5 თამაში ითამაშა.
ასევე უნდა აღინიშნონ -
1) მათეუსმა 66 ორთაბრძოლა მოიგო 69.5% წარმატებით 1990-ში, ოღონდ მას 7 თამაში დასჭირდა ამისთვის.
2) ტიურამმაც 7 თამაში ითამაშა 1998-ში, 57 მოგებული ორთაბრძოლა ააგროვა, თუმცა 75%-იანი სიზუსტით.
მესამე ადგილისთვის თამაშში ცხადია აზარი მეტ დუელს მოიგებს, მაგრამ წარმატების პროცენტი თუ აწია საღოლ.
This post has been edited by Virtuslb on 14 Jul 2018, 12:10
History and everything else...