#53109949 · 17 Jul 2018, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
unknown lady ჰოდა ზრდასრულ ასაკში მოქალაქეობას ერთეულები იცვლიან ფეხბურთელებში.
არც ისე ცუდადაა საქმე როგორც ჰერ ბრევალო წარმოსახავს.
აი ბრაზილიის მაგალითზე წარმომავლობით ვერ განსაზღვრავ რამდენადაა ფეხბურთელის ნაკრებში თამაში გამართლებული.
თვით საფრანგეთიც კი კელტური, გერმანული და ლათინური წარმოშობის ხალხების ნარევია და შავკანიანებზე აპელირება მარტო იმიტომ ხდება რომ ადვილად გამისარჩევი არიან კანის ფერით, ხოლო სხვებს ვერც გამოარჩევ გალური წარმოშობისაა თუ ფრანკული.
მოქალაქეობას რაც შეეხება, ფეხბურთელები სხვა ქვეყნის მოქალაქეობას კი ისეთ ასაკში იღებენ რომ ადგილობრივი სოციუმის წევრები ხდებიან და რჩებიან კიდეც სრულიად სხვა ქვეყნის კლუბში გადასვლის შემდეგაც. მაგალითად უმტიტი კამურუნში დაიბადა, მაგრამ ორი წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და ესპანეთში სათამაშოდ გადასვლის მიუხედავად მაინც ფრანგული საზოგადოების ნაწილია. * * * Darker Side Zichi არ არის ტროლი. თავიდან არ ვიცი ღადაობდა და მერე მართლა გახდა თუ არა, მაგრამ გებელსის სულიერი ნათესავია ბრევალო. ებრაელები, ზანგები, ინდოელები, არაბები... ამათი გათათხვით საზრდოობს შინაგანად. საფრანგეთის ნაკრებიც ახალი მასალაა უბრალოდ.
This post has been edited by მამა on 17 Jul 2018, 00:09
|