ვუშვებ იმას, რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც ზეარსება, რომელმაც შექმნა სამყარო. მარა ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია ეს ზეარსება იყოს ჩვენთვის ცნობილი ღმერთები. კითხულობ ბიბლიას, ყურანს და ფიქრობ, რომ ნუ შეუძლებელია ისეთი მასშტაბური არსება, როგორიც სამყაროს შემოქმედია ასე იქცეოდეს, ამას ამბობდეს.შეუძლებელია ამხელა არსება ასე დაპატარავდეს და დაწვრილმანდეს. მოკლედ განსაკუთრებით არ მჯერა ანთროპომორფული ღმერთების
რელიგიას ევოლუციის ნაწილად განვიხილავ. ადრე საჭირო იყო, დიდი პირველი ცივილიზაციების შექმნა ერთიანი რელიგიის გარეშე გართულდებოდა ძალიან. მარა დღეს ცივილიზაციის მუხრუჭია რელიგია და შორეულ მომავალში მოვიშორებთ ალბათ.
ესაა საკმაოდ საინტერესო მონაკვეთი ახალი აღთქმიდან. ქრისტიანი რომ გამხდარიყავი მთლიანი ქონება უნდა გაგეყიდა და ფული მოციქულებისთვის უდნა მიეცუნცულებინა. როგორ მოკვდა ეს ცოლქმარი?

ვინ მოკლა?

რატომ ? ეს ხომ სიყვარულის ღმერთის დროა უკვე.
ნუ აქედანაც კარგად ჩანს ტიპიური კომერციული სექტის საწყისები. +- საინტოლოგია :დ
მოციქულთა საქმენი
თავი მეხუთე
1. ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა,
2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.
3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?
4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას.
6. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს.
7. სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
8. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად.
9. უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
10. მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - არაფერი არ შეცვლილა საერთოდ. ისევ ბიოლოგიური პრინციპებით ვცხოვრობთ, ქრისტიანობა წარმართობის ფასადად გამოვიყენეთ. არაფერი არ შეცვლილა საერთოდ. კაცობრიობას არ ესმის რას ამბობდა ქრისტე და არ შეუძლიათ პრაქტიკაში გატარონ მისი სწავლება.