გუშინ ღამე დარწმუნებული ვიყავი რო ბანი გასული მქონდა და ავკრიფე ძაან დიდი ტექსტი. ხოდა მაგრა მენანება წასაშლელად. ამიტომ დავპოსტავ, მაგრამ საპასუხო დიალოგში აღარ შევალ (ისედაც ამაზე მეტს ვეღარ დავწერ რელიგიაზე). და არ დაიწყოთ ეხლა ჩხუბი, "ამან ისევ დაიწყო" და ეგეთები

რელიგია, როგორც ფენომენი, ანუ ფაქტი, რომ საერთოდ ეგ რაღაც არსებობს, არის ადამიანის პრიმიტივიზმის ყველაზე საუკეთესო ინდიკატორი, ხოლო როგორც ინსტიტუცია, თავისი დოგმებით და (ა)მორალური კოდექსით, ისტორიაში ყველაზე დიდი მავნებლობა და საზიზღრობაა, რაც კაცობრიობას გადახდენია.
უბრალოდ, მართლა მესამე კლასის ლოგიკური მსჯელობას + შესაბამისი ნებაა საჭირო (ბავშვობაში ჩატენილი დოგმებისგან გათავისუფლების და ყველაზე ძვირფასის დესაკრალიზაციისთვის), არაფერი მეტი, იმისთვის, რომ დაინახო, ყველა ღმერთი ადამიანის შექმნილია ხატად და მსგავსად თავისა. და ღმერთებიც (სხვა და სხვა რელიგიებში) ადამიანებთან ერთად განიცდიდნენ ცვლილებებს და ევოლუციებს. დაწყებული დაყლეებული ბავშვივით ბუტია ტიპიდან, რომელიც გაბრაზებულზე მეხს ისროდა და ცუდ ამინდს უვლენდა ადამიანებს, ხოლო კარგი ამინდისას მზეს და სითბოს

დამთავრებული ღმერთის თანამედროვე სოფისტური გაგებით.
რაც მეტს იგებდა ადამიანი დედამიწაზე და სამყაროზე, მით მეტად ცვლიდა და აშალაშინებდა თავის ღმერთს, რომელიც პრიმიტივიზმში მოიგონა.
რამდენადაც მეცნიერება და ცოდნა იზრდებოდა და აცლიდა მიზეზებს ადამიანებს ღმერთის რწმენისთვის, მით უფრო ფლექსიბელ იჩითებოდნენ თეისტები და არა ძმაო ეგეთი კი არა, ეხლა ესეთია ღმერთიო და მოარგებდნენ იმ დროინდელ ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ ყოველთვის ღმერთი თავისი არსით ძაან ლოგიკურად ჯდებოდა ადამიანის მოცემულ ყოფაში. ორად ორი, რაც ადამიანის გაგების გარეთ იყო ღმერთში, მისი ლოკაცია და დროსთან მიმართებაა. რადგან ადამიანისთვის სასრულიც და უსასრო ღმერთიც, ორივე გაუგებარია, ანუ ვერ აღიქვამს, ვიზუალიზაციას ვერ მოახდენს. ისევე როგორც ვერ იგებს სამყაროს გარეთ მყოფ ღმერთს. ანუ როგორ არსებობს ის ადგილმდებარეობის კუთხით. ამის ვიზუალიზაციას ადამიანი ვერ ახდენს.
დანარჩენი, აბსოლუტურად ყველა ნიშან თვისება, ხასიათის შტრიხი თუ მორალური ღირებულებები ღმერთებს ზუსტად ის ქონდათ, რაც იმ დროში მოღვაწე ადამიანებს. ერთი ერთში.
იგივე ქრისტიანობის ღმერთი, რო აიღო. იგივეა ზუსტად, როგორც ღმერთების ზოგადი ევოლუცია.
ჯერ გვაქვს ძველი აღთქმის ღმერთი, რომელიც ზუსტად ისეთივე პრიმიტიულია, როგორიც იმ პერიოდის სუნიანი ებრაელი მწყემსი. ბავშვებს რო დათვებს აჭმევს და ცეცხლის ბურთულებს ისვრის პახმელიაზე. მერე ხდება მისი სინთეზი იმ პერიოდის (და ცოტა ადრინდელის) აღმოსავლურ რელიგიურ გაგებებთან და მორალთან, რომელიც ბეევრად უფრო ჰუმანური იყო და ვიღებთ ჯამში ქრისტეს და მისეულ ღმერთს. რომელიც უმეტესობა არის გადმოკატავებული და გადმოკოპირებული აღმოსავლური ფილოსოფიებიდან და რელიგიებიდან. რეალურად ქრისტე არის პლაგეატი. ან უფრო სწორი იქნება, გამტარი. მან გადმოქაჩა ძელი აღმოსავლური სიბრძნეები და ჰუმანიზმი დასავლეთისკენ და ჯამში ევროპამდე მოიტანა (პირადად არა, მაგრამ მაგან მოიტანა).
ქრისტეს მიუხედავად, ადამიანები ჯერ მაინც პრიმიტივები არიან და პავლემ ჯერ გაუციებელ ცხედარზევე დედა #####ნა მაგის მოძღვრებას და ისევ მოარგო იმ პრიმიტიულ არსებას, როგორიც იყო პირველი საუკუნის ადამიანი. და მერე ისევ მიყვება პავლეს გაგებას მთელი ქრისტიანული პონტი. ქრისტესთან თითქმის არანაირი კავშირი რომ არ აქვს და ის აღმოსავლური ფილოსოფიის და ჰუმანიზმის ნაწილი, რაც ფაქტიურად ძირითადი ნარატივი იყო ქრისტეს სწავლებებში, მთლიანად განიდევნა ქრისტიანობიდან. გასაკუთრებით მას შემდეგ რაც საეკლესიო კრებები იწყება და აგრესიული ფაშისტები ჩაუდგებიან სათავეში ამ რელიგიას. პავლიანიზმის გამგრძელებელი აგრესორები, წმინდა ნიკოლოზები და იოანე ოქროპირები. განსაკუთრებულად ეს უკანასკნელი, რომელიც კლასიკური ღვარძლიანი ფაშისტი იყო.
და ასე შემდეგ. ადამიანის მორალურ ევოლუციასთან და ცოდნის ზრდასთან ერთად იცვლებოდა ღმერთი. ჰა, იქამდე მივიდით, რომ რომის პაპი უკვე ათეისტებზე ბაზრობს, სამოთხეში მოხვდებიანო, გეებსაც იცავენ მღვდლები და ასე შემდეგ. ერთი ერთში მიყვება ღმერთის ცვალებადობა ადამიანისას.
და მერე მიდის სოფიზმები, რო ღმერთი ეგ კი არა ისაა და ასე შემდეგ.
არ ეთმობა ეს ღმერთი ამ ადამიანს და შეეცით თუ გინდა. ათასნაირად ვაპრავებთ, ვცვლით, ვძერწავთ, ლიშბი არ ვთქვათ, რომ არ არსებობს. იმენეა ორჯეორივითაა ეგ. ისეთი მარტივია დანახვა, როგოც კი განთავისუფლდები წინასწარგანწყობისგან.
ისედაც დედამიწაზე სიცოცხლეს ვერ გააჩენდა ისეთი ღმერთი, რომელიც კეთილშობილი და ყოვლის შემძლეა, ბევრჯერ ვთქვი. რადგან ესაა ადგილი სადაც ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა უნდა შეჭამოს სხვა ცოცხალი ორგანნიზმი, იმისთვის, რომ გადარჩეს. ესაა ადგილი, სადაც ბოროტება და უსამართლობას უკავია სივრცის 99 % და სამართლიანობას და სიკეთეს 1. ასეთ რამეს არ და ვერ შექმნიდა კეთილშობილი არსი. ნონსენსია. თუ კეთილშობილი არაა და ეგ სამმაგად ნონსენსია, რომ თავის შექმნილ პრიმიტიულ არსებაზე უფრო პრიმიტიული ###აა. გაუჩომ ეგ ვერ ახსნა და იმ თეორიული დაშვებით გააპრავა, რო იქნებ და შენ თვითონ დათანხმდი ამ პროჭობაში მოხვედრასო

არისო ეგეთი სოფიზმიცო ქრისტიანობაშიო. იქნება კიდეც.
მოკლედ იასნია, რომ ჩვეულებრივი ჩაბღაუჭებაა, იმიტომ რომ არ ეთმობა ადამიანს ღმერთის ფენომენი. ხუმრობა საქმე არაა მილიონობით წლობით დაჯერებული ყველაზე ძვირფასი არსების, ესე მარტივად გაშვება. და ყველანაირ თეორიებს მოიგონებს და გააახლებს ღმერთს ადამიანი. მაგრამ რაღაც მომენტში აუცილებლად მოემწყვდევა ისეთ კუთხეში, საიდანაც ვეღარ გამოვა და ღმერთი გაქრება ადამიანების ცხოვრებიდან. გარდაუვალია.
რადგან, რეალურად, რელიგიური წარმოსახვის ღმერთი არ არსებობს და დღევანდელ ცოდნაში აბსურდია ამაზე დავაც კი საერთოდ.
აი ესაა დაკვირვებადი სამყარო (ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, ან მინიმუმ ბოლო 1 წუთს). ამის შემქმნელი ვერანაირად ვერ იქნება ის ტიპი, რაცაა რელიგიების მიერ წარმოდგენილი ღმერთი. რადგან ამის თეორიული შემქმნელთან შედარებით იმდენადვე პრიმიტიულია ყველა ღმერთი (ყველა დროსა და სივრცეში შექმნილი), როგორი პატარაც არის დედამიწა სამყაროსთან შედარებით.
[YOUTUBE]GoW8Tf7hTGA&t[/YOUTUBE]
და ისედაც ღმერთი ბოროტება და ანტიჰუმანიზმია. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, გადააგდეთ ეგ ნარკოტიკი. ბევრად უკეთესი ვიცი. სხვათა შორის, რომლის მიღებაც უფრო ახლოს გაგრძნობინებთ სამყაროსს დაახლოებით არსს. ლსდ

ანუ, ჩემი ეჭვით, არსებობს რაღაც ენერგია, სამყაროს ენერგია, რითიც ყველაფერი გადაჯაჭვულია და რის გამოც ყველაფერი ერთმანეთის გარშემო ტრიალებს სამყაროში და აი მაგ ენერგიის ძალა ვიგრძენი, იმენა შემეხო და არ იყო ის ჰალუცინაცია.
ხოდა მჯერა (უფრო სწორად მგონია, ისე, საშუალო რწმენით) რომ სამყაროა ღმერთი, ოღონდ ენერგიაა რაღაც ეს ღმერთი, რომელსაც აქვს კანონზომიერება, ოღონდ არ აქვს გონი და ცნობიერება (რელიგიური ღმერთისგან განსხვავებით). ჩვენც ადამიანები მბრუნავი ენერგიები ვართ. და სული კი არ არის მარადიული, არამედ ენერგია. ჩვენი ენერგია არასდროს არ იკარგება და არასდროს კვდება, მუდმივია. კვდება მხოლოდ ჩვენი ტვინი და ცნობიერი. რომელიც არის დროებითი. და თითოეული ადამიანის (ცოცხალი და არაცოცხალი მატერიების) ენერგია არის განსხვავებული ერთმანეთისგან ყველაფრით. ანუ ეგაა ინდივიდუალიზმი. განსხვავებული ენერგიები გაგვასხვავებს.
ზუსტად და ფართოდ ამ თეზისის გაშლა არ შემიძლია, არ მაქვს ბევრი ხელჩასაჭიდი ინფო და ფანტაზიის ჩართვა არ მინდა, მაგრამ მაქვს ისეთი რამ ნანახი, რამაც დამარწმუნა რომ რაღაც ტიპის ენერგია არსებობს, რომელიც სამყაროს ენერგიაა და ყველაფერს აკავშირებს ერთმაეთთან.
თუ ამას დავარქმევთ ღმერთს, იყოს, არაა პრობლემა, თუ ეს სიტყვა თქვენთვის მნიშვნელოვანია. დავტოვოთ სახელი. ჯანდაბას. მაგრამ რელიგიურ ღმერთები უნდა გავყაროთ ჩვენი ცხოვრებიდან. ეს ძაან მნიშვნელოვანია.
This post has been edited by მანგია on 30 Aug 2018, 16:17