სისინიომ გაიხსენა, როგორ დაატოვებინა რონალდომ გასახდელი ოთახი ზიდანს 2006-ში
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, სისინიომ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან წაგება (0-1) გაიხსენა. მისი თქმით, თამაშის შემდეგ ბრაზილიელთა გასახდელ ოთახში ფრანგების ლიდერი - ზინედინ ზიდანი შევიდა.
"მატჩის შემდეგ ზიდანი ჩვენს გასახდელში შემოვიდა, რათა რონალდოსთან მაისური გაეცვალა, მაგრამ ატმოსფერო საშინელი იყო - ყველანი ვტიროდით. მაშინ რონალდომ უთხრა: 'ზიზუ, კეთილგანწყობა მოიპოვე - გადი აქედან. ყველა გაბრაზებული ვართ. გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ, მაგრამ გთხოვ, წადი'. ზიდანმა მაისური აიღო და მშვიდად გავიდა", - ციტირებს სისინიოს ESPN.
This post has been edited by Blunt on 25 Apr 2020, 23:39