Bluntსირცხვილია, ეს რას ვთამაშობთ
ახლა ალისონის გაფრენები გვაკია სამხიარულოდ

ცენტრს არ ვერჩი: არტური, კაზემირო, კოუტინიო = > ოკ არის და შეიძლება ძალიან კარგიც დადგეს
მარჯვენა მარცხენა მცველები: რომ მახსენდება დანის შეტევაში ჩართვა

ისღა დაგვრჩენია ალვეშის რეინკარნაციას ველოდოთ
მარსო ბოლო დროს არ მომწონდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ მოედანზე მაღალი კლასის ფეხბურთელია. ახლა ფელიპე ლუისის მაგივრად ალექს სანდრო ჯობია იდგეს.
დანი ამწვავებდა, პასებით ამარაგებდა წინა ხაზს და ისე მარტივად აკეთებდა ამ ყველაფერს, მარტივად და ლამაზად
წინა ხაზში: ჟესუსისგან ბალერინა უფრო გამოვა ვიდრე 9-იანი. ფირმინოს რეგრესი დაეწყება. გააქრობენ მოედნიდან, საშუალო კლასის მცველებიც კი გაგვინეიტრალებენ.
ერთადერთი თუ ვინმე რამეს აკეთებს და ჩანს ისევ ნეიმარი. მაგრამ მთელი გუნდი ნეიმარს აკიდო და დაავალო მარტომ შეიქმნას მომენტები და გოლებითაც დაასრულოს შეუძლებელიც არის და უსამართლოც. არასდროს არავის არ მოუგია მსოფლიო ესე.
მთლიანად თამაში არის ულოგიკო და დაუწყობელი, ასევე უიმპროვიზაციოც.
თითონ ტიტეზე რა ვთქვა. ღმერთო, ამ ბიჭს თვალყური ადევნე