ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალში" დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მილანის "ინტერისგან" მაცდური წინადადება მიიღო...
იტალიური კლუბი მოდრიჩს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა - 4 "ინტერში", 2 ჩინურ კლუბში, რომელიც "ნერიაძურის" მფლობელებს ეკუთვნით. სანამ პრესაში ჭორები ვრცელდებოდა, ხორვატი ნახევარმცველი დუმილს ამჯობინებდა. არაფერს ადასტურებდა, მაგრამ არც არაფერს უარყოფდა, რადგან "ინტერის" წინადადება ნამდვილად საინტერესო იყო.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, რომელიც ფეხბურთელის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით გაავრცელა, ლუკამ სიტუაცია ოჯახთან ერთად განიხილა და "რეალში" დარჩენა გადაწყვიტა.
სინამდვილეში, მოდრიჩს თავიდან წასვლა არ სურდა, მხოლოდ კლუბისგან დაფასებას ითხოვდა. მიუხედავად ბოლო სეზონებში გაწეული სამსახურისა, ლუკა ხელფასის რაოდენობით ბეილს, რამოსს (11 მლნ. ევრო), კროოსს და ბენზემას (8,5 მლნ. ევრო) ჩამორჩება. მისი წლიური ანაზღაურება 6,5 მლნ. ევროს შეადგენს, ხოლო კლუბთან კონტრაქტი ორ წელიწადში ეწურება. "რეალთან" პირველი მოლაპარაკებების შემდეგ მოდრიჩი მიხვდა, რომ ყველაფერი შესანიშნავად დასრულდებოდა. მითუმეტეს, ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კლუბში კი ასეთ საკითხებს სერიოზულად უდგებიან.
კლუბი მოდრიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ხოლო ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ორჯერ მეტ ხელფასს (13 მლნ. ევრო) მიიღებს.
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu