
18 წლის განმავლობაში პირველად მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში "ოქროს ბურთის" გამარჯვებული არ იქნება...
2000/2001 წლების სეზონიდან მოყოლებული, როცა "რეალში" ლუიშ ფიგუ გადაბარგდა, გუნდს შემადგენლობაში "ოქროს ბურთის" გამარჯვებული უცვლელად ჰყავდა.
მას შემდეგ "სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანმა, მაიკლ ოუენმა, რონალდომ, ფაბიო კანავარომ, კაკამ და კრიშტიანუ რონალდუმ იასპარეზეს. მათ სხვადასხვა პერიოდში "ოქროს ბურთი" მოიგეს.
33 წლის რონალდუ ამ ზაფხულს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადაბარგდა.
------------------------
გამოცემა Marca-მ თავის საიტზე "რეალის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვისი ხილვა სურდათ კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად...
ყველაზე სასურველი კანდიდატი ჰარი კეინი გახდა, რომელსაც მხარი ქომაგთა 26%-მა დაუჭირა. მეორე-მესამე ადგილებზე ედინსონ კავანი და მაურო იკარდი გავიდნენ - 14%.
სხვა ფორვარდებიდან მარიანოს გამოყოფა შეიძლება, რომლის დაბრუნებაც ქომაგთა 12%-ს სურს. გასულ სეზონში დომინიკელი ფორვარდი "ლიონში" იქნა გაყიდული, ხოლო იქ იმდენად მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა, რომ გულშემატკივრებმა და ხელმძღვანელობამ მისი კანდიდატურის განხილვა დაიწყეს.
გასაგებია, რომ ჰარი კეინის ტრანსფერი არცთუ ისე რეალურია, ხოლო ესპანელი ფორვარდის როდრიგოს შეძენა უფრო და უფრო რეალური ხდება, მაგრამ მისი "რეალში" ხილვა გულშემატკივართა მხოლოდ 6%-ს სურს.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია, შეიძენს თუ არა "სამეფო კლუბი" ახალ ფორვარდს, რომელმაც სეზონში 40-50 გოლის გამტანი კრიშტიანუ რონალდუ უნდა შეცვალოს. მოსამზადებელი ეტაპის მატჩები და მოახლოვებული ევროპის სუპერთასის შეხვედრა გვიჩვენებს, სჭირდება თუ არა მადრიდულ გრანდს ახალი ფორვარდი. კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu