სამ დღეში მადრიდის "რეალი" აშშ-სკენ აიღებს გეზს და ახალი სეზონისთვის მზადებას იქ გაივლის. ხულენ ლოპეტეგის განკარგულებაში კი 26 ფეხბურთელია, გუნდში კი მეგატრანსფერი არ განხორციელებულა...
გუნდმა ლუნინი, ოდრიოზოლა და ვინისიუს ჟუნიორი დაიმატა, ხოლო არენდიდან რაულ დე ტომასი დაბრუნდა.
ჯერჯერობით "რეალს" მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია.
მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ გუნდი დატოვა, ფეხბურთელმა, რომელმაც "რეალში" 9 წელიწადი გაატარა და სეზონში საშუალოდ 50 გოლი გაჰქონდა, მადრიდელები შედეგიანი ფორვარდის გარეშე დარჩნენ.
გარდა ამისა, გუნდში 4 გოლკიპერია. თუმცა, ტიბო კურტუას გადმობარგების შემთხვევაში ორი მათგანი გუნდს დატოვებს. სავარაუდოდ, კიკო კასილია და ლუკა ზიდანი.

მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ ვინ შეცვლის კრიშტიანუ რონალდუს და ვინ იქნება გუნდის შედეგიანი ფორვარდი. ლოპეტეგის განკარგულებაში ბენზემა, მაიორალი და დე ტომასი არიან. ამ სამმა მათგანმა 2017/18 წლების სეზონში ჯამში 43 გოლი გაიტანა, ერთით ნაკლები, ვიდრე კრიშტიანუმ გასულ სეზონში. ალტერნატივები ბევრია: ლევანდოვსკი, კეინი, იკარდი... თუმცა, მათი გადმობირება არცთუ ისე მარტივია. ამასთან ერთად, ლოპეტეგი შემტევ ნახევარმცველებს მოსთხოვს მეტი გადაცემა გაუკეთონ ფორვარდებს, რათა მათ გოლების რაოდენობა გაზარდონ. აქ მეტი გუნდურობაა საჭირო, ვიდრე ინდივიდუალიზმი.
გუნდს ნახევარდაცვის ხაზში არჩევანის ბევრი საშუალება ეძლევა. ლოპეტეგის საშუალება ეძლევა თითოეული მათგანი სხვადასხვა ტაქტიკის მიხედვით გამოიყენოს. ეს მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც გვიჩვენებს, რომ კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი.
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu