ავტობუსის პირობებში ბლომად მომენტები იყო
დემბელე ეხლა ეჩვევა ჯერ ესეთ გუნდებთან თამაშს.
ნორმალურად კომბინირებდა მაინც და ნუ რეალიზაციაში მოსამატებელი აქვს.
არცაა გოლეადორი. ვერ წარმომიდგენია მაგან სეზონში სტაბილურად 25+ გოლი რომ დადოს ხოლმე მომავალში:დ
იმედია ვცდები და მაგ კუთხითაც ექნება პროგრესი.
შტეგენზე არ გითქვამთ მგონი არაფერი

ბევრი საქმე არც ქონია, მაგრამ მაგის გამოსვლები და ფეხით თამაში
იმენა მშვიდად ხარ რომ უყურებ:დ
ესეთი კლასის მეკარე მგონი არ გვყოლია კაკ მინიმუმ ამ საუკუნეში:დ
აქდეც დამიწერია და ეხლაც გავიმეორებ, ნოიერის გარდა ჩამოელეწოს აბსოლუტურად ყველა მეკარე ამ მომენტში:დ
და ასაკის პონტში ნოიერიც შემოელეწოს

ისე ეს რომ გუნდში გყავს, მაგრად ტეხავს ათუკას ალისონის კულტი რომ აქვს შექმნილი

ეგ იმას გავს, მესი გყავდეს გუნდში და რობენზე ამბობდე საუკეთესოაო:დ
ხო მესიზეც დავწერ ბარემ:დ წლების და სეზონების განმავლონაში რამდენი ესეთი თამაში აქვს ჩატარებული? აი პირღიას რომ გტოვებს

ალბათ ვერც დაითვლი ხო?
ხოდა აი რაღაც 7 დედა#####ული თამაშის გამო, სხვებს რო აყენებთ ამაზე მაღლა არ გიტყდებათ?:დ ამ შვიდივე თამაშზე მოდის შვიდი ისეთი სეზონი, აი ყოველ კვირას პატარა სასწაულს რომ ელი მოედანზე და ეგ შობელძაღლი მაინც რო გაკვირვებს ხოლმე

არ ვიცი, ყველას თავის კრიტერიუმი აქვს ალბათ. ვიღაცისთვის ის 7თამაშიანი ტურნირია სამყაროს ცენტრი და მაგით აფასებს,
ვიღაცისთვის საბოლოო შედეგია მხოლოდ მნიშვნელოვანი და მთელი სეზონი 2-3 თამაშისთვის იმზადება, მანდ რომ გაიბრწყინოს და მაგით მოხვეტოს ინდივიდუალური ჯილდოები:დ
ჩემთვის პირადად შეფასების კრიტერიუმი არის გუშინდელის მსგავსი რუტინული თამაშები, ასობით ესეთი თამაში, სადაც თავიდანვე საოცრებას ელოდები სტადიონზე და ბოლოს მაინც გაკვირვებული რჩები